воскресенье, 29 января 2012 г.

ქართულო მიწავ დასაფიცარო,სად არ წასულა შენი შვილები

ადამიანების ტყვედ გატაცებამ და გაყიდვამ საქართველოში განსაკუთრებით მეთექვსმეტე- მეთვრამეტე საუკუნეში მოიკიდა ფეხი. იტაცებდნენ და ყიდდნენ განურჩევლად ყველას. გამტაცებლები და გამყიდველნი იყვნენ ლეკებიცა და ქართველებიც.მართალია,ქართველი მეფეების კანონი მკაცრად სჯიდა გამტაცებლებს,მაგრამ მათ არაფერი აშინებდათ.
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში ,,იავნანამ რა ჰქმნა?!” ამ მავნე ჩვევით გამოწვევულ ტკივილზეა სუბარი.
ქართველ თავადს ზურაბ ქართველაძეს ძველ დროში აყვავებული ეზო-კაარმიდამო და თბილი ოჯახი ჰქონდა სოფელ ვაშლოვანში. მის ორსართულიან სასახლეს ტიკტიკით ახმიანებდა ერთადერთი ქალი-სამი წლის ქეთო,ლამაზი ვქრიალა,მხიარული,დაუღალავი,ბამბის ქულასავით თეთრი გოგონა.მას ძალიან უყვარდა დედის- მაგდანის, სიმღერის მოსმენა.ხშირად ამღერებდა და სულგანაბული უგდებდა ყურს.
კახეთს ესაზღვრებოდა ლეკების ქვეყანა დაღესტანი.მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებს. საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა,საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა არავის ახსოვდა, რომ ლეკები საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხათ ქართველებისთვის. ლეკები თავისუფლად მიდი -მოდიოდნენ კახეთში და გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღი,რომლის კეთებაშიც განთქმულნი იყვნენ.ისინი მტრად მაშინ გაუხდნენ საქართველოს,როცა მაჰმადიანობა მიიღეს,ხოლო საქართველომ მართლმადიდებელი რუსეთისკენ გაიწია.
სოფელ ვაშლოვანში სავაჭროდ დადიოდა ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ისინი ისე წყალწაღებულნი იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც კი აბუჩად ჰყავდათ აგდებული,ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაკეთებას არავინ მოელოდა.
ამ ორმა ლეკმა იცოდა რომ ზურაბ ქართველაძე ძალიან მდიდარი იყო. მას მზე და მთვარე ერთადერთ შვილზე-ქეთოზე, ამოსდიოდა.ამიტომ გაიფიქრეს, გაეტაცებინათ ქეთო და დიდი გამოსასყიდი მოეთხოვათ მამისთვის. ამით ისინი გამდიდრებას ფიქრობდნენ.
ქეთო გამდელთან ერთად ტყეში რომ სეირნობდა, ლეკებმა გაიტაცეს, გადაიყვანეს დაღესტანშიდა უშვილო ნაიბსა და მის ცოლს ფეშქაშად მიართვეს ,რომელსაც სიმართლე დაუმალეს და უთხრეს, რომ ბავშვი გზაზე ჰყავდათ ნაპოვნი და უპატრონოდ არ დატოვეს,თან წამოიყვანეს. ნაიბმა კი მათ ოქროთი სავსე ვეებერთელა ქისა მისცა.
ბევრი ეძება ზურაბმა ქეთოს გამტაცებლები,მაგრამ ვერ დაეწია.
ნაიბის ცოლის დედობრივმა ალერსმა ქეთო მალე მოასულიერა.ბავშვს ეუცხოვა ყველაფერი,თავდაპირველად სულ ტიროდა,იგონებდა დედ-მამას, თავის სოფელს და სხვა შინაურებს, მაგრამ ნაიბისა და მისი ცოლის ალერსიანმა მოქცევამ, მოფერებამ და სიყვარულმა მალე დაავიწყა ყოველივე ძველი. ორი -სამი წლის შემდეგ ქეთოს ისინი თავის ნამდვილ მშობლებად მიაჩნდა. ღვიძლი დედ-მამის კვალი კი მის ბუნებაში მთლიანად წაიშალა. ლეკურმა ენამ დაავიწყა დედაენა, ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანი. დიდხანს შემორჩა მაგდანის ტკბილი სიმღერის მოგონება, მაგრამ საბოლოოდ ისიც მიივიწყა და ის უკვე ლეკ ქალად იქცა.
რა თქმა უნდა ზურაბ ქართველაძე ვერ მოისვენებდა, იგი ყველგან ეძებდა შვილს დაბოლოს გაიგო, რომ დაღესტანში ნაიბის ოჯახში იზრდებოდა. ზურაბმა ნაიბს შეუთვალა, რომ ის ბავშვი,რომელსაც ნაიბი ზრდიდა მისი ოჯახიდან იყო ჩუმად გატაცებული და სთხოვდა, რაც სურდა ის წაეღო მისგან, ოღონდ ქალი დაებრუნებინა. ნაიბმა შეუთვალა,თავიდანვე რომ სცოდნოდა მისი იყო, დაუბრუნებდა,ახლა კი ვეღარ გაიმეტებდა. მამობილმა ქეთოს მცველები დაუყენა ,რომ ქართველაძეს არ მოეტაცაის . ზურაბმა ხმა 8)დააგდო,თითქოს და შვილი აღარ აინტერესებდა. ამიტომ ნაიბმა ქეთოს თავისუფლად სიარულის ნება მისცა და მეთვალყურეობაც შეუსუსტა. მამამ ამით ისარგებლა, გადავიდა დაღესტანში რამდენიმე ვაჟკაცთან ერთად, ქეთო მოიტაცა და დაბრუნდა ვაშლოვანში.

ქეთოსთვის უცხო იყო მისი ღვიძლი დედ-მამა ,ამიტომ ის დამწუხარდა. ღაპა-ღუპით სდიოდა თვალებიდან ცრემლები და ისე ოხრავდა,თითქოს ლამობს გულ-ღვიძლი თან ამოიტანოსო.ზურაბს უყურებდა,როგორც მოსისხლე მტერს, რომელმაც მოაშორა საყვარელ დედ -მამას, სამშობლოს და სადღაც მიჰყავდა ტყვედ.
ზურაბს იმედი ჰქონდა, სახლში რომ მიიყვანდა, ყველაფერს გაიხსენებდა ქეთო. მაგრამ დედაც რომ ვერ იცნო , მაშინ ძალიან შეწუხდნენ.
დარდითა დავარამით შეპყრობილი ქეთო რამდენიმე კვირის მანძილზე არც ჭამდა და არც სვამდა, მხოლოდ ოხრავდა და ტიროდა,ძილიც კი მოუსვენარი ჰქონდა. გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად,თვალებ დახუჭულიდა გონებით დაღესტანში იყო ნაიბსა და მის ცოლთან. ვაშლოვანში კი ყველა მის მტრად მიაჩნდა.
რა არ იღონა მაგდანმა,აჩვენა მისი პატარა აკვანი,ის ბაღჩა,სადაც პატარობისას დაჰყავდათ. მიიყვანა საღამოს იმ ადგილა, საიდანაც მოიტაცეს, აჩვენა წყარო,ის ტოლ-მეგობრები რომლებთანაც ის პატარობისას თამაშობდა,გამდელი, დედოფლები,მაგრამ ამაოდ,მასზედ არაფერმა გაჭრა.სარკესთანაც დააყენა,რადგან შვილი მაგდანს ზალიან ჰგავდა და ინებ ეს მაინც შეემჩნია. ყველა ცდა უშედეგოდ დამთავრდა.
ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა.უავადმყოფოდ ჭკნებოდა,დნებოდა და ცოტა აკლდა სიკვდილამდის მაისის მზიან დღეს ფრინველთა ჭიკჭიკი ახალისებდა,მაგდანიც სულ სხვაგუნებაზე დადგა დათავისდაუნებურად დაიწყო ღიღინი იავნანისა.ატი წლის დუმილის შემდეგ მაგდანი პირველად მღეროდა. ჯერ ღიღინით ამბობდა,მერე კი თავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად დაამღერა.ქეთოს სახეზე აღელვება დაეტყო.თითქოს მის ბუნებაში დამარხული გრძნობაიღვიძებდა. მაგდანამ ეს შეამჩნია და ხმას მისცა მიმზიდველობა. სიმღერამ გააცოცხლა ქეთოში დამარხული ბავშობის სანატრელი ნაშთი.
ის თვალით თითქმის სჭამდა დედის პირსახეს და მღელვარებიტ ცდილობდა,ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო. უცებ ნათელი მოეფინა მას სახეზე,ტახტიდან წამოვარდა და სანატრელი ხმით დაიყვირა,,დედა”.მაგდანს მხურვალედ დაუწყო კოცნა და სიხარულის ცრემლები ცვივოდა. ხმაურზე ზურაბიც შემოვიდა,ქეთო ახლა მას ეხვევოდა და,,მამას ” უძახდა.
ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია,მეორემ მესამე და ქეთოს სარკესავით გადაეშალა თვალწინ პატარობა. მოიგონა ქართული ენაც , თუმცა თავდაპირველად ლეკურ სიტყვებს ურევდა ლაპარაკისას,მაგრამდედა ეხმარებოდა და ხელახლა ასწავლიდა.
ისე ხშირად ამღერებდა მაგდანს,რომ დაღლილი დედა ეხვეწებოდა, დაესვენებინა. თვითონაც სწავლობდა იმ სიმღერას, რომელმაც სინამდვილე აღუდგინა.
ქეთოს თხოვნით მშობლებმა ნაიბის ოჯახთან გააბა კავშირი და ისინიც ყოველ წელწადს რთველის დროს სტუმრობდნენ ხოლმე შვილობილს.
ეს წესი არ შეცვლილა მას შემდეგაც , როცა რამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედის სამშობლოში და ჯვარი დაიწერა ღირსეულ ქართლელ ვაჟკაცზე.
სექტემბერში ქართველაძეს ქართთლიდან ეწვეოდნენ ქალი და სიძე, დაღესტნიდან ნაიბი ცოლითა და ამალით და რთველს დიდი სიამოვნებით ატარებდნენ ერთად.

მიდიოდა ქარავანი, მიერეკებოდნენ. მათრახების ტყლაშუნი. აქა–იქ ისმოდა მუსულმანთა შეკივლება. ქალები და ბავშვები ტიროდნენ, ბორკილდადებული ვაჟკაცები გმინავდნენ... მიდიოდნენ... და გზა არ ილეოდა. თურქთა თარეშს ბოლო არ უჩანდა ქართულ მიწა–წყალზე. სხვა ძვირფასეულობასთან ერთად გასაყიდად მიყავდათ საქარათველოდან ყველზე დიდი "საქონელი''... თვითონ ქართველნი.ზოგი მოპარული, ზოგი ლეკთაგან მოტაცებული და შესყიდულნი, დატყვევებულნი ანდა საკუთარი ბატონისაგან ხარკად გაღებული და გაყიდულიც კი .
იტაცებდნენ ,,ყოველნაირ ქართველს"ქალსაც და კაცსაც , ყრმასაც და ხნიერსაც."ტყვის სყიდვა"ყველაზე ავი სენი იყო ქართველთათვის და იქცეოდა მწარე ცრემლი ქართულ მიწაზე.მოტაცებული ქართველი ყრმა ისლამის უმამაცეს და უერთგულეს მეომრად უნდა ქცეულიყო–თურქეთში–იანჩირად, ეგვიპტესა და ერაყში მამლუქად და სხვა ქვეყნებში მებრძოლ ჯარისკაცებად, მონებად თუ გენერლებად.
ევროპულ საისტორიო ლიტერატურაში არსებობს ვერსია,რომ სალატინის ერთ–ერთმა მემკვიდრემ 1230წელს ჩერქეზეთში,სამეგრელოსა და აფხაზეთში იყიდა 12ათასამდე ახალგაზრდა კაცი ჩერქეზი,მეგრელი,აფხაზი და ამ მონებისგან ეგვიპტეში მამლუქთა არმია შეადგინა.

ალი ბეი ალ ქაბირი
(1728-1773წ.
ალი–ბეი ქაჰია იბრაჰიმის მონა იყო და 1728 წელს დაიბადა ამაზიაში,კეთილშობილ ოჯახში.მამამისი მსახურობდა მართლმადიდებული ეკლესიის მოძღვრად,სახელად დაუთი ანუ დავითი ერქვა.ალი–ბეის მოტაცებამდე იოსები რქმევია.მის გარდა ამაზიელ მღვდელს დავითს ჰყოლია ორი ქალიშვილი. 13 წლის იოსები ტყეში თამაშობის დროს ყაჩაღთა რაზმს მოუტაცია. ალი ბეი უნდა ყოფილიყო ლაზეთიდან მოტაცეული ბავშვი.პატარა იოსების(მომავალი ალი ბეი)ქურთ ვაჭარს აჰმედს ეგვიპტეში ჩაუყვანია.იქ ბავშვი უყიდია იბრაჰიმ ქაჰიას. იბრაჰიმ ქაჰიაც
ქართველი ყოფილა .მას 2 ათასამდე მონა ჰყოლია და მათგან ბეგის ტიტულამდე ბევრი ამაღლებულა. იოსები კაიროში უყიდიათ ებრაელ მებაჟე მოხელეებს,ძმებს– ისაკ და იუსუფს და იბრაჰიმ ჰაქიასთვის წარუდგენიათ. ქართველ ბიჭს აქ ასწავლეს ცხენის ტარება, კარაბინის მოხმარება, ჯერიდის ტყორცნა, ხმლის მოქნევა და ანბანი,არაფერი დააკლეს,რაც მამლუქთა აღზრდას შეეფერებოდა.ახალგაზრდა ალი თავდაპირველად პატრონის სახლში საჭურველმტვირთველის თანამდებობას ასრულებდა.თავისუფალ ადამიანად რომ აქცია პატრონმა მას წვერ–ულვაშის მოშვების ნება დართო. ქალიც მაშინ უთხოვა ბატონმა ალის და შემოსავალიც გაუჩინა. 22 წლის ალი ბატონმა ქაშიფების რაზმში ჩარიცხა.
1763 წელს ალი–ბეიმ შეიხ ელ–ბალდობა სხვას ჩამოართვა და ეს ტიტული თვითონ მიითვისა. მან ქვეყანაში სამართლიანობა დაამყარა და ავაზაკებისაგან გაწმინდა. მისი მონების რიცხვი 24 ათასამდე აღწევდა. ტახტისთვის ბრძოლაში გამარჯვებულმა ალი–ბეიმ 18 მამელუქს მისცა ბეგის ტიტული, აქედან 11 ქართველი იყო. ამ დროს კაიროში საქართველოდან სტუმრად ჩასულა ალი–ბეის მამა, რომელსაც იქ ჩაუყვანია შვილიშვილი როსვანი და უმცროსი გაუთხოვარი ქალიშვილი. მამა 7 თვეს იყო შვილთან, ახალგაზრდები კი იქ დარჩენილან. და ალიბეის მიუითხოვებია თავის შვილობილისთვის მუჰამედ ბეისთვის, ხოლო როსვანი გამხდარა ბიძამისის დაახლოვებული მამლუქი და 1768 წელს ქაშიფობაც მიუღია. ალი–ბეიმ ალაგმა ფულის კომბინატორები და სასულიერო არისტოკრატია, გაუმკლავდა ბედუინებს და უდაბნოში გარეკა. ხელი შეუწყო საშინაო და საგარეო ვაჭრობას და მოჭრა საკუთარი მონეტები. .ალი–ბეის ოსმალებმა სიწყნარის დამყარებისათვის "ბულუტქაპანი" ანუ "ქარბუქთა დამაოკებელი" უწოდეს. ალი–ბეი ეგვიპტეს მართავდა 1763–1772წლებში. 1741 წელს ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი რუსეთ–ოსმალეთისომის(1768–74წ) დროს რუსეთს დაუკავშირდა, ოსმალეთის სულთანს აუჯანყდა და 1769 წელს ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1771 წელს ეგვიპტის სულთნის ტიტული მიიღო.ილაშქრაარაბეთში 1772 წელი სირიაში ილაშქრა, მამლუქ მხედართმთავართა ერთი ნაწილი აბუ ზაჰაბის მეთაურობით განუდგა მას, ალი–ბეი შეებრძოლა განდგომილთ.დამარცხდა და აქაში გაიქცა. სამხედროების დახმარებით გადაახალისა ჯარი და 1773წ ხელისუფლების აღდგენის მიზნით, მეამბოხე ბეგების წინააღმდეგ დაიძრა. მას უღალატეს იბრაჰიმ და მურად ბეიმაც. ამ უკანასკნელმა გასცა თავისი პატრონი და აბუ–ზაჰაბის მხარეზე გადავიდა .საფასურად კი მურად–ბეიმ მოითხოვა მისთვის გადაეცათ ალი–ბეის ჰარამხანა და ალი–ბეის მთავარი ცოლი–ნეიფისა. 1773წ. ალი–ბეი დამარცხდა სალიჰესთან ხელჩართული ბრძოლაში. მას მძიმე ჭრილობა მიაყენეს. ის ტყვედ შეიპყრეს და კაიროში მოკვდა შეპყრობიდან მეშვიდე დღეს.მის სიკვდილს მოჰყვა ეგვიპტეში ოსმალეთის ბატონობის აღდგენა.
სიტი ნეფიდე
ალი–ბეის ულამაზესი ქართველი ცოლის სიტი ნეფიდეს სახელი შორს იყო გავარდნილი. მან ფრანგთა ექსპედიციის დროს თავი ისახელა კარგი საქმეებით მისმა კეთილშობილურმა ხასიათმა და კდემამოსილებამ ფრანგები აღტაცებაში მოიყვანა . იყო ისეთი განსწავლული , რომელიც აღმოსავლეთის ქალებისთვის უჩვეულო იყო. არავინ იცის საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთნოდა „თეთრ განძად წოდებული“ ქართველი ქალი.მისმა
გამჭრიახობამ გადაარჩინა კაირო. სიყმაწვილეში ტყვეთა ბაზარზე გაყიდული ქალი კაიროს დედოფალი გახდა . ეგვიპტე მას სამი სახელით იცნობდა ნაფისა ხანუმი, თეთრი განძი და მამლუქთა დედა.კაიროს შესასვლელთან დამპყრობელ ფრანგთა იმპერატორს ნაპოლეონს მოჩვენებასავით გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი–კაიროს დედოფალი ნაფისა–ხანუმი. მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოვიდა და ქალს მოკრძალებით ეახლა. ნაპოლეონმა ის სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოქროვილი სამაჯური აჩუქა. ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ თამაშში ჩაეაბა, პარალელურად კი კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან -მურადი ბეისთან, რომელმაც ალიბეის სიკვდილის შემდეგ მიითვისა ნაფისა. ცოლ–ქმარი ერთმანეთს ნიშანს უგზავნიდა–ნაფისა აბასიაში საკუთარი სასახლის სახურავიდან, მურადი კი გიზას პირამიდის წვერზე უზარმაზარ ჩირაღდანს ანთებდა. ქართველი ქალის გამჭრიახობით მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ.ნაფისა ხათუნს ალი ბეიმ უამრავი სიმდიდრე დაუტოვა,ქალი თვითონ განაგებდა ქმრის დანატოვარს,ეს კი მუსულმანებს ვერ წარმოედგინათ. ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას მიაშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი,რომელსაც საბილ ქუთაბი რქმევია.აქ სასმელი წყალსაც უფასოდ გასცემდნენ.
იოსებ წილოსანი
(1804 – 1873 წელი)
იოსებ წილოსანი გურული ლანჩხუთელი გლეხის ლაზარე წილოსანის შვილი იყო. 1812 წელს ლაზარეს ოჯახს თავს დაატყდა დიდი უბედურება, ავაზაკებმა მოსტაცეს 8 წლის ბიჭუნა,სახელად იოსები.ის ფოთში წაიყვანეს და დააწყვილეს მისი ბედის მქონე ყმაწვილთან, რომელიც სამეგრელოდან იყო გატაცებული და ტყვეობაში სელიმი შეარქვეს, ქართული გვარ – სახელი კი დარგული აქვს. ისინი ოსმალოდან ჩამოსულ დიდ ვაჭარს ჰქასან–აღას მიჰყიდეს ორასამდე სხვა ტყვესთნ ერთად და სტამბოლის გზას გაუყენეს.
ტყვეების ნაწილი ჰასან– აღამ სტამბოლს გაყიდა, იოსებ და სელიმი კი ეგვიპტის გზას გაუყვნენ. ამ დროისთვის მამლუქებისათვის.
ეგვიპტეში არახელსაყრელი პირობები იყო შექმნილი. ჰასან–აღამ ბიჭები კაიროში ჩაიყვანა და მუჰამედ -აღას მიჰყიდა ,რომელსაც ჰყავდა ერთად–ერთი ქალიშვილი, ბიჭებზე უმცროსი სეით-ზეინაბი. მუჰამედ–აღა ძალიან მდიდარი იყო. ქალი მუსულმანური წესით მემკვიდრედ არ ითვლებოდა, ამიტომ ბიჭებს შვილებივით ზრდიდა. მიაღებინა ჩინებული განათლება. მაჰმადიანურ რჯულზე მოქცეული იოსები (ალი–ამედი) და სელიმი დაეუფლნენ სამხედრო საქმეს,არაბულ და თუქულ ენებს, მაჰმადიანურ კანონმდებლობებს და ღვთისმეტყველებას.
1818 წელს იოსებმა სპეციალური გამოცდები ჩააბარა, მიიღო დიპლომი და ეფენდის წოდებაც.
მამობილმა -მუჰამედ აღამ ,იოსები და სელიმი სპეციალური სიგელით მონობიდან გაათავისუფლა. იოსები (ალი–ამედ ეფენდი) თავისი ქონების ხაზინადარად დანიშნა და დაწერა ანდერძი, რომ ქალიშვილის სეით–ზეინაბის სიკვდილის შემთხვევაში მთელი თავისი უძრავ–მოძრავი ქონების სრული მემკვიდრეებად იოსებსა და სელიმს აცხადებდა. იოსები კი თავის პატარა ქალიშვილზე სეით–ზენაბზე დანიშნა და მათ შეუღლება აღუთქვა, როგორც კი სრულწლოვანნი გახდებოდნენ.
იოსებსა და სელამის ყურადღება მიაქცია ეგვიაპტის ფაშამ–მეჰმედ ალიმ და მისი ბრძანებით 1821წ ბიჭები სელიმ კასრანეს პრივილეგიურ სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხეს.
1823 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ისინი ოფიცრის ჩინით არმიაში გაამწესეს .მეჰმედ ალი ფაშას გადაწყვეტილებით ბიჭებს ევროპული განათლება უნდა მიეღოთ,ამიტომ მისი ბრძანებით ისინი იტალიურ ენას სწავლობდნენ.
1826 წელს სელმი და იოსები სასწავლებლად სახელმწიფოს ხარჯზე პარიზს მიავლინეს. მეჰმედ აღას ბრძანებით იოსებს სწავლა უნდა გაეგრძელებინ საინჟირო განხრით,სელმი კი სადაც სურდა იქ. 1832წელს დაამთავრა იოსებმა უმაღლესი საინჟინრო სასწავლებელი და აპირებდა ეგვიპტეში დაბრუნებას,მაგრამ გაიგო აღმზრდელისა და სასიმამროს მუჰამედ აღას მოულედნელი სიკვდილის ცნობა, რამაც სულიერად დიდად შეაშფოთა იგი. მუჰამედ აღა იყო ის უკანასკნელი ძაფი, რომელიც მას აკავშირებდა ეგვიპტესთან.ვერც საცოლემ,ვერც სიმდიდრემ ვერ გადაწონა სამშობლოს სიყვარულს. პარიზში ღამე თეთრად გაათენა და მიიღო კაცური გადაწყვეტილება, დაუბრუნდებოდა თავის ერს. ეს გადაწყვეტილება სელიმს გაანდო. სელიმი ეგვიპტეში დაბრუნდა, იოსები კი საქართველოში გამოეგზავრა. სელიმი ეგვიპტის შტაბის უფროსი გახდა და დიდ ქონებასაც დაეფლა. იოსებ წილოსანი ჩავიდა ლანჩხუთში,მაგრამ დედ–მამა ცოცხალი აღარ დახვდა.
1832 წლის 2 ნოემბერს ის თბილისში მთავარმერთებლის კანცულარიაში მთარგმენელად გაამწესეს.მან სცადა ინჟინრად დაეწყო მუშაობა, მაგრამ უკან კანცელარიაში დააბრუნეს. თითქმის 40წელი იმსახურა და პოლკოვნიკობამდე მიაღწია. ის ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობასაც. მჭიდრო კავშირი ჰქონდა აკადემიკოს მარი ბროსესთან, პლატონ იოსელიანთან. მან მაშინდელი თბილისი აქცია აღმოსავლური ენების შესწავლის თავისებურ ცენტრად. შექმნა აღმოსავლური ენების უნიკალური სახელმძღვანელო და პირველად 1856წელსგამოსცა თბილისში. ამავე წელს გამოსცა სალაპარაკო ენის ვრცელი ლექსიკონი რუსულად , ფრანგულად და თურქულად. 1862წელს კი მეორე წიგნი რომელიც წარმოადგენს მაჰმადიანური ენების თვითმასწავლებელს. იოსებ წილოსანი 1873 წელს გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია ლურჯი მონასტრის მიდამოებში, საფლავი დაკარგულია. ეს იყო ბედნიერი შემთხვევა ორივესთვის. საქართველომ დაიბრუნა გატაცებული შვილი, ხოლი იოსებმა უკვე დავაჟკაცებულმა და ათას ქურაში გამობრძმედილმა გულში ჩაიხუტა ქართული მიწა, ქართული ცა, თუმცა მისი დაბრუნებით გამოწვევული სიხარულით ვერ აღაერთოვანა მისი დარდით ადრე წასული მშობლები.
გატაცებული გოგო–ბიჭები იზრდებოდნენ ეგვიპტის ,ერაყისა და სხვა ქვეყანათა მიწა–წყალზე , იღებდნენ განათლებას, ეუფლებოდნენ სამხედრო ხელოვნებას და მეცენიერებას, ფრთიანდებოდნენ სხვათა ენაზე ,მაგრამ მისი მაინც არ ავიწყდებოდათ. 9–10, 11–12 წლის პატარა ყმაწვილები ქართულ ენას ვერ ივიწყებდნენ, ძილში საქართველოში ცხოვრობდნენ და სიზმარში საუბრობდნენ ტკბილქართულად. საოცარია არა?! მიწის ყივილი... მას რაღაც მაგიური ძალა გააჩნია.ისინი იქ ფაშები ,ბეგები , ხანუმები,ხათუნები, დიდი სამხედრო პირები, უმდიდრესი ადამიანები ხდებოდნენ მაგრამ უკან აღარ თუ ვეღარ ბრუნდნებოდნენ. მათ არ ავიწყდებოდათ ფესვები თავისი ქვეყნისა და ცდილობდნენ ,იქიდან მაინც დახმარებოდნენ თავისიანებს. ამაში დამნაშავე საქართველო იყი, ის ქართული ენა , რომლის სიყვარულმაც გააბედინა ჭაბუკს უკან დაბრუნებულიყო. გამონაკლისი მხოლოდ აქ მოხდა . ქეთოს ბედი იოსებ წილოსანს ერგო. თუ ქეთო დაღესტნიდან პირმშვენიერი ქალი გამოიტაცა მამამ და დაუბრუნდა დედ-მამას, სამაგიეროდ იოსებ წილოსანი თვითონ დაბრუნდა ,განსწავლული მამლუქი სწავლულ ინჟინრად გამოეცხადა საქართველოს იმ დროს ,როცა ამ დარგის სპეციალისტები საერთოდ არ იყო საქართველოში.მისი მშობლები ქეთოს მშობლებივით ბედნიერები ვერ გამოდგნენ, მათ ვეღარ ჩაიკრეს დავაჟკაცებული შვილი გულში,მაგრამ მჯერა,რომ იგრძნობდა მათი სული და ძვლები შვილის დაბრუნებას. იმ შვილისას,რომელმაც უცხოეტში ფუფუნებას,სიმდიდრეს ულამაზეს ქალთა ქმრობას და ზეამაღლებას სამშობლოში კანცელარიის თარჯიმანთან ყოფნა არჩია.

იბრაჰიმ–ბეგი დიდი
(1735სოფ. მარტყოფი–1815წ. დონგოლა სუდანი)
ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფო გამგებელი (1775–1804წ.) ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი აბრამ შინჯიკაშვილი. ეგვიპტეს მართავდა 29 წლის მანძილზე. იბრაჰიმ–ბეი ყველაზე წარჩინებული იყო ეგვიპტელ გმირთა შორის. 1785–87წ. დიდი აჯანყება მოაწყოს ოსმალთა ბატონიბის წინააღმდეგ და დახმარებისთვის რუსეთს მიმარტთა, მაგრამ ამ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. 1798–1801 წელს სხვა მამლუქ ბეგებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ეგვიპტის ხალხის განმათავისუფლებელი ბძოლას საფრანგეთის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა ეგვიპტიდან ფრანგების განდევნაში ხოლო 1803წ კვლავ წინ აღუდგა ოსმალებს.ყიდულობდა მამლუქებს,წვრთნიდა და თავისუფლებას ანიჭებდა.ტყვეობიდან დახსნილ თანამემამულეებს,ვინც შინ დაბრუნებას ისურვებდა,ამარაგებდა ფულით,სურსათით,აუცილებელი საბუთებით და საქართველოში გზავნიდა.48წელიწადი ემირად დაჰყო და ამ ხნის განმალობაში კეთილდღეობა არ მოშლია.იყო გმირი,მამაცი,მომთმენი,კეთილფუჭად სისხლისღვრებს ერიდებოდა.1778წელს მან დიდძალი ფული გამოგზავნა მარტყოფში ეკლესიის ასაგებად.იბრაჰიმ–ბეის მიმოწერა ჰქონდა ერეკლე 2_სა და გიორგიXIII_სთან.
მიმოწერის ძირითადი მიზანი იყო რუსეთ -საქართველოს –ეგვიპტის შეთანახმებაული მოქმედება საქართველოდან და ეგვიპტიდან ოსმალების გასაძევებლად.
იბრაჰიმ ბეიმ ნაპოლეონის წერილი მიიღო. მოკლე ფაშა წერდა:,, მამლუქთა სახელოვან ბელადს, იბრაჰიმ _ბეის! მე მომახსენეს, რომ შენ ქართველი ყოფილხარ, უცნაურია, ლეგენდარული ალი–ბეის თანამემამულე და მისი საქმის გამგრძელებელი, ოსმალთა მოსისხლე მტერი. ოსმალებს ამოდგომიხარ მხარში , იმ ოსმალებს, რომლებმაც შენ გაგიტაცეს, მშობლიურ კერას მოგაშორეს გადაგარჯულეს. ალბათ წითლდები სირცხვილისაგან, როდესაც ამ სტრიქონებს კითხულობ. ,,გამოდი ციხიდან, მე შემომიერთდი, ერთად გავწიოთ აღმოსავლეთისაკენ. გზად შენ სამშობლოსაც გავივლით, შენ დაგნიშნავ ქვეყნის ბატონ - პატრონად'' ვერ მოხიბლა ნაპოლეონის დაპირებამ იბრაჰიმ ბეი,არც მუქარამ შეაშინა, ის ბოლომდის ეგვიპტელი ხალხის ერთგული დარჩა. 1804წელს უთანასწორო ბრძოლაში დასუსტებულმა მამლუქებმა ხელისუფლება დაკარგეს . დევნილი იბრაჰიმ ბეი სუდანში გადაიხვეწა თნამებრძოლებთნ ერთად . ის იქ არსებობდა თამბაქოს პლანტაციებით . ის მოესწრო შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს.
1816წელს იანვარში იბრაჰიმი გარდაიცვალა, დაკრძალეს სუდანში, დონგოლაში. იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა სიძედ გაიხადა იბრაჰიმ უმცროსი. ცოლად მიათხოვა თავისი ქალიშვილი.იბრაჰიმ ბეი უმცროსიც ქართველი იყო,გვარად ტარაბაიძე, მისი ძმა იყო სულეიმან ბეი.

ერაყელი მამლუქები

მტერი ცლიდა საქართველოს ქართველებისაგან. ეს უცხოელსაც შეუნიშნავს და მოგზაური შარდენი წერდა:" მარტო სამეგრელოდან ყოველ წელს გასაყიდად ან გასაცვლელად 12 000 კაცი გაჰყავდათ"
X VIII ს.-ის დასაწყისში ერაყის დედაქალაქში გაჩნდა ქართველთა დიდი თავშესაყარი. ერაყში მამლუქთა ბატონობა დაიწყო 1749 წლიდან.
მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაც გაატარეს. ერაყის გაძლიერაბაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობი ქართველ ფაშებს.
სულეიმან აღა I (აბუ ლაილი)
(1646 ან 1696–1762)

ტომით ქართველ,დაბადებული უნდა იყოს 1694 ან 1696 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში.ის 12 წლის ყოფილა,როცა ოსმალეთში წაუყვანიათ და ერაყის გამგებლისთვის მიუყიდიათ.პატარა სულეიმანი ჰასან ფაშას შეუძენია.ის პატრონს სასწავლებელში მიუბარებია და მოსამსახურედ აუყვანია სასახლეში.მამაცობითა და ერთგულებით სულეიმანს მიუპყრია ფაშას ყურადღება.
ნადირობისას აჰმედს ჰასანის ვაჟს ლომი დასდევნებია და იგი ლომის მსხვერპლი გახდებოდა, სულეიმანს რომ არ გადაერჩინა.ამ თავგანწირული მოქმედებისთვის.
აჰმედ ფაშას სულეიმანისთვის თავისუფლება მიუცია და თავისი უფროსი ქალიშვილი ადილა ხათუნი მიუთხოვებია
ბაღდადის ბრძოლაში სახელმოხვეჭილმა 1733 წელს მირმირანის ჩინი და ქაჰიას თანამდებობა მიიღო. ის 14 წელი იყო ფაშას უცვლელი მოადგილე. სულეიმანს არაბები "აბუ საჰრის" (ჯადოქარს), "დავასულ ლაილი" (ღამის ლომი), თაბუ სუმრათი (წყვდიადის მამა "აბუ ლაილი" (ღამის მამა ) "ასდულ ლაილი" (ღამის ლომი) შეარქვეს, რადგან ღამით უყვარდა მოულოდნელი თავდასხმები.
1747 წელს გარდაიცვალა აჰმედ ფაშა, მას ვაჟიშვილი არ ჰყავდა. ფაშობა სულეიმანს ეკუთვნოდა, მაგრამ სულთანმა სხვა დანიშნა ამ ადგილას, სულეიმანი კი ადანის
მმართველად გააგზავნა. ოსმალეთის ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმიტომ, რომ ერაყი არ გაძლიერებულიყო და ხელიდან არ წასვლოდა.
დიდი ბრძოლების შემდეგ 1749 წელს სრულიად ერაყის გამგებლის თანამდებობამდე აღზევდა სულეიმან ფაშა აბუ ლაილი.
1751 წელს მან ქურთისტანი დაიმორჩილა.იმავე წელს ერაყიდან გააძევა სულთნის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები.მან აღადგინა ჰასან ფაშას დროის დაარსებულისამხედრო სასწავლებელი მამლუქთათვის. ის აწინაურებდა მამლუქებს.
XVIII საუკუნის 60–იან წლებში ყველა პასუხსაგები თანამდებობა მამლუქებს ეკავათ. აძლიერებდა რა ერაყს, იქიდან დევნიდა ოსმალებს, ამიტომ სულთანის კარზე უკმაყოფილოებას გამოთქვამდნენ.
სულეიმანის თავიდან მოცილების მიზნით სტამბოლიდან მას "რწმუნებულები" მკვლელებიც კი მიუგზავნეს. მან საქმე უკუღმა შეატრიალა და ხონთქარმა ფაშას თავის მაგიერ მკვლელების თავები მიიღო ბაღდადიდან.
1762 წლის 14 მაისს 68 წლის სულეიმან ფაშა აბუ ლაილი გარდაიცვალა.იგი დაკრძალულია ქალაქ ბაღდადში.მისი ვაჟკაცობა,გმირობა და დიდსულოვნება ლეგენდად არის შემორჩენილი მთელ ერაყში.
სულეიმან აღა ბუიუქი
(1722-1802წ.)
სულეიმან აღა ბუიუქი წარმოშობით ქართველი იყო,ის 1782წ დაბადებულა და სრულიად ახალგაზრდა წაუყვანიათ საქართველოდან და ოსმალეთში გაუყიდიათ .ქართული გვარ–სახელი უცნობია.27წლის სულეიმანი ფეშქაშად მიურთმევიათ ბაღდადის ფაშასთვის.სულეიმან ფაშა 23 წელიწადი ედგა სათავეში საფაშოს.ენერგიული,უნარიანი მოღვაწეობით და ხანგრძლივი ბრძოლებით შეძლო გარეშე მტრების მოგერიება, მეამბოხე ტომთა ბელადების ალაგმვა და შინაური არეულობის დაწყნარება.ბრძოლებისა და სისხლისღვრის გარდა მას განუახლებია ბაღდადის გალავანი,ხელახლა შემოუზღუდავს ქალაქი და შემოუვლია თხრილი. ასეთივე გალავანი შემოუვლია აგრეთვე სხვა ქალაქებისთვისაც. ბაღდადში დაანგრია ძველი სასახლე და ააგო უფრო დიდი და კეთილმოწყობილი.აუშენებია მედრისი,,სულეიმანი,,შესანიშნავი წიგსაცავით, მეჩეთები, ხიდები, ციხე–სიმაგრეები ,დაიწყო ჰინდის არხის გაყვანა. 1792 წელს სულემან ფაშა ბუიუქი ციებ–ცხელება შეიპყრო.ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ.ტახტისთვის იბრძოდა აჰმედი, რომელიც სტამბოლს წავიდა, რათა იქ ის ერაყის გამგებლად დაემტკიცებინათ. ამასობაში სულეიმ ფაშამ მოიკეთა და ისევ ერაყს განაგებდა. ის დარწმუნდა აჰმედის ვერაგობაში .დაიბარა თავისი თანამემამულე ალი აღა და დაავალა ქაჰია აჰმედის მოკვლა. ალი აღამ ხანჯლით განგმირა აჰმედი. მიიღო ჯილდოდ ქაჰიობა და სულეიმანის ქალის ხატიჯეს ხელი.
1802 წლის გაზაფხულზე სულეიმანი კვლავ გახდა ავად და 8 აგვისტოს სახსრების ანთებით 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დასაფლავებულია ბაღდადში „იმამ აზმის“ სასაფლაოზე .მისმა სიკვდილმა საყოველთაო გლოვა გამოიწვია ერაყსა და მთელ იმპერიაში.ერთ–ერთი უცხოელის დახასიათებით სულეიმანი წარმოშობით იყო ქართველი, ძლიერი , ლამაზი და თან ნამდვილი ვაჟკაციც. მისი თვალტანადობა თითქოს საგანგებოდ იყო შექმნილი....თვალთაგან გონების ძალა და ლმობიერება გამოსჭვიოდა.ის ისევე მარჯვე იყო ყოველგვარ მხედრულ თუ საველე გაწვრთნილობასა და ჯომარდობაში,როგორც ისინი, ვისთვისაც ეს სამსახურს ან ხელობას წარმოადგენდა . თავის რჯულს აღიარებდა და წესთა აღსრულებას გულწრფელად ეკიდებოდა. ამავე დროს პატივს სცემდა სხვათა რწმენასაც, რამდენადაც ეს შეუძლია თურქს.... პირად ხარჯებში მეტად ზუსტა და მომჭირნეს, ხშირად სიძუნწეს სწამებდნენ, მაგრამ საკმარისი იყო მას ეგრძნო თავისი ქვეყნის საფრთხე, რომ ხელგაშლით, დაუზოგავად დაეხარჯა საჭიროებისამებრ ყველაფერი. სასახლე და კარი ბრწყინვალე ჰქონდა. ერაყის მოსახლეობამ მას მეტსახელად ''ბუიუქი'' შეარქვა. ქურთისტანში კი ბაბანის ტომის ბელადმა ,იბრაჰიმმა მისი სახელის უკვდავსაყოფად და პატივსაცემად სოფელ ჰინდის ადგილას 1786 წელს გაშენებულ ქალაქს და ყარაჩოლანის სანჯაკსაც ''სულეიმანიე” უწოდა. ქრისტიანად დაბადებული, შემდეგ კი გამუსილმებული და მუსლიმურ ქვეყანის სამსახურში ბოლომდე მყოფი სულეიმანი ბუიქი, რომელმაც გარკვეული კვალი დატოვა ერაყის ისტორიაში, პატივისცემით ეპყრობოდ თავისი სამშობლოს და ხალხს. თუკი სადმე ოსმალეთში წაყვანილსა და იქ უპატრონოდ მიტოვებულ ქართველს შეიგულებდა, ყიდულობდა, ბაღდადში მიჰყავდა და ვინც სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა,ათავისუფლებდა.დანარჩენებს კი იქვე იტოვებდა. მათგან ლაშქარს იმრავლებდა , რომ ხელსაყრელ მომენტში სულთანის წინაარმდეგ აღმდგარიყო ისე, როგორც ეგვიპტელი მამლუქი ბეგები და მისი ბატონობიდან განთავისუფლებულიყო
სულეიმან ფაშა ქუჩუქი
(1785–1810)
სულეიმან III,,ქუჩუქი” ქართველია, აფხაზი . დაბადებულა 1785 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. ის მის ძიძიშვილთან ერთად ბაღდადში წაუყვანია ბიძას ალი ფაშას. ის სასახლის კარზე იზრდებოდა და მალე დაწინაურდა. ცხრამეტი წლისას ქაჰის თანამდებობა უბოძეს და საფაშოს შეიარაღებული ძალების სარდლობა მიანდეს.1806 წელს მაისში ახალგაზრდა სულეიმან ბეი ხელმძღნვანელობდა ქურთისტანის ლაშქრობას, რომლის დროსაც ის დაატყვევეს და გაგზავნენ შაჰის კარზე თეირანში. რამდენიმე თვის შემდეგ მან თავი დააღწია ტყვეობას და ბაღდადში დაბრუნდა. 1807 წელს ხელახლა დანიშნეს ქაჰის თანამდებობაზე. ალი ფაშას შემდეგ ხელში აიღო საფაშოს გამგებლობა,როგორც აღას დისშვილმა,ქაჰიამ და სიძემ. სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ ძალებს, დაიკავა სახელმწიფო დაწესებულებები,ხაზინა და ფრანგი ოფიცრების დახმარებით დაამარცხა შეთქმულნი, მათი ბელადები შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.მას ამ გამარჯვებისთვის მირმისანის წოდება უბოძეს.

სულთნის ხელისუფლებას არ სიამოვნებდა ერაყში ქართველ ქულემენთა გაძლიერება და ამიტომ უარი უთხრა სულეიმან „ ქუჩუქს“ საფაშოს გამგებლის პოსტის დაკავებაზე,მაგრამსაფრანგეთის წარმომადგენლის მტკიცე მოთხოვნამ და მუქარამ შეაცვლევინა დივანს გადაწყვეტილება. სულეიმან ბეგს მხარს უჭერდა რუსეთის მთავრობაც და მტკიცედ მოითხოვა იქ მართველად სულეიმან ბეგის დამტკიცებას.1807წელს სულეიმან ბეგი დანიშნეს ბაღდადის გამგებლად. სულეიმან ფაშა ქუჩუქიმ ერაყის მიწა- წყლიდან ვაჰაბიტები განდევნა.1808 წელს კი ინგლისის ჯარებთან ერთად მოქმედებდა ირანის საზღვრებთან. რუსეთი კი ცდილობდა ხელი შეეწყო ბაღდადის ფაშასთვის. სულეიმან ქაჩუქის დროს ერაყში შემცირებულა ქურდობა, ყაჩაღობა, აგრეთვე სხვა ბოროტმოქმედებანი და ხალხი მშვიდად ცხოვრობდა. სულეიმან ქაჩუქის აუჯანყდნენ ქურთები.გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1810 წლის 5 ოქტომბრიდან.მან ქურთები დაამარცხა ერთგული ქართული რაზმებით. ღამით გაუგებარი მიზნით სულეიმან ფაშას გაეპარა ლაშქარი ბრძოლის ველიდან. მეორე დღეს ულაშქროდ დარჩენილმა და ალყაშემორტყმულმა სულეიმანმა ქართული გვარდიით გაარღვია რკალ, გადალახა მდინარე დიალა და უდაბნოში გაემართა, მაგრამ გზაში დაიღუპა. დეფაის ტომის ბელადმა, რომელმაც სულეიმანი ღამის გასათევად თავის კარავში მიიპატიჟა,უღალატა სტუმართმოყვარეობის წესსს, მოკლა მძინარე ფაშა და მისი თავი ხალედ ეფენდს მიართვა ერთგულების ნიშნად.
ალი ფაშა
(1762–1807წ)
წარმოშობით ქართველი იყო. ის დაბადებულა აფხაზეთში დაახლოებით 1762 წელს, სახელად რქმევია იოსები. იგი ღარიბი გლეხის ოჯახიდან უნდა იყოს გამოსული,რასაც მოწმობს ის ფაქტი , რომ იოსები ერთიაფხაზის,ვინმე მადად ბეგის ყმად არის მოხსენებული. იოსები ძალიან ახალგაზრდა მიუყვანიათ ბაღდადში და ჩაურიცხავთ სულეიმან ფაშას"ქართულ გვარდიაში”. ის ჯერ მუშაობდა საფაშოს ხაზინადრად, 34 წლისამ მიიღო ქაჰიას თნამდებობა, ხოლო 6 წლის შემდეგ ბაღდადის საფაშოს გამგებელი გახდა. ალი ფაშას მმართველობამ ხუთ წელიწადს გასტანა.
აჯანყების ჩაქრობით ალი ფაშამ მოახერხა ერაყში სიწყნარის აღდგენა. საფაშოს ტერიტორიის გაერთიანება და ხელისუფლების განმტკიცება ალი– ფაშა სიძე იყო სულეიმან ფაშასი, მას ცოლად ყავდა მისი უფროსი ქალიშვილი –ხატიჯე და ტახტი მემკვიდრეობით მიიღო სულეიმან ფაშადან, რადგან სულეიმანის სიკვდილის დროს სამივე ვაჟი მცირეწლოვანი იყო და სახელმწიფოს ვერ მართავდნენ.
1807 წელს ალი ფაშას მოუწყვეს შეთქმულება და 29 აგვისტოს ,როცა ჰაფიზი ალი სასახლეში დილის ლოცვას ასრულებდა , მადად ბეგმა იგი მოწამლული ხანჯლით განგმირა ,დასაფლავებულია სასახლის მახლობლად–მის მიერვე აგებულ მედრესეში.


დაუდ ფაშა
(1767 -1851)
დაუდი წარმოშობით ქართველია.იგი თბილისიდან უნდა იყოს. დაბადებულა 1767 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მშობლები გიორგი და მარიამი ლუარსაბ ორბელიანის ყმები იყვნენ. მათი ძველი გვარი მანველაშვილი ყოფილა, თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი ბოჩოლაშვილებად დაწერილან. შემორჩენილია ქ. თბილისის სამაზრო სასამართლოსგან დამტკიცებული,, ბორჩალოაანთ გიორგის ოჯახის ყმობიდან განთავისუფლების სიგელი”.
ხუთი თუ ექვსი წლის დავითი ტყვით მოვაჭრე მარბიელებმა მოიტაცეს და ოსმალეთში წაიყვანეს, სადაც რამდენიმე პატრონი გამოიცვალა. ბაღდადის ტყვეთა ბაზარზე რომ გაიყვანეს დავითი 11 წლის იყო , იქ ის მუსტაბა არ– რაბი ბეგს შეუძენია და ერაყის გამგებელ სულეიმან ფაშა ბუიუქისათვის მიურთმევია, რომელსაც ის თავის მფარველობაში აუყვანია და მამლუქთა სასწავლებელში მიუბარებია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სულეიმან ფაშამ მას თავისუფლება მიანიჭა და ბეჭდის მცველად დანიშნა , 1801 წელს 27 წლის დაუდს საფაშო ხაზინა
ჩააბარა და ცოლად თავის ქალი შერთო.
1803 წელს დაუდმა საერო სამსახურს დაანება თავი და სასულიერო სფეროში დაიწყო მოღვაწეობა.მოლად ეკურთხა ქალაქ ბაღდადში და აბდ–ალ–კადრის მეჩეთში ჩასახლდა . 1807 წლის შემდეგ საერო სამსახურს დაუბრუნდა. გახდა თუ არა ერაყის მმართველი,განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე,ერაყში გახსნა პირველი სტამბა.შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე. ცდილობდა რუსეთ–ოსმალეთის 1828–29 წ.ომის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და ერაყის დამოუკიდებლობის განმტკიცებას.1830წ სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა.დავითი დამარცხდა და 1831 წ სექტემბერს თურქებს დანებდა.1832წ სულთანის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილი მუჰამად ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში.1834წ ბოსნიის გამგებლად დაინშნა.ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადმოიყვანეს,სადაც ეკავა სხვადასხვა თანთანამდებობა.1839–40წ ანკარის ვილაიეთს განაგებდა .1841წ სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა 1846წ ქ.მედინში დასახლდა და პირადი თხოვნით მაჰმადის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა.1851 წ დაუდ ფაშა გარდაიცვალა.დასაფლავებულია ხალითა ოსმანის საფლავის ახლოს.სწორედ დაუდ ფაშას დამსახურებაა,რომ ერაყში მშვენიერსა და ჭკვიან ადამიანებზე გულით ამბობენ–"გურჯიაო"!





ნაპოლეონის მამლუქი
როსტომ რაზმაძე
(1780-1845)
ლეკიანობა მძვინვარებდა საქართველოში. უიარაღოდ არავინ დადიოდა. ანანიამ ურემი მაშავერას ხეობაში შეასვენა. ცეცხლს მიუსხდნენ მგზავრები და მოულედნელად ლეკები დაეცნენ. მიატოვეს ყველაფერი, მდინარე გადაცურეს და გაღმა გავიდნენ. ლეკებმა რაც უნდოდათ წასაღებად ორ ურემზე დადეს ,დანარჩენი კი დაწვეს. თივით დაზვინულ ცეცხლწაკიდებული ურმიდან პატარა, ახლადგაღვიძებული, თმაშეტრუსული ბიჭი გადმოიყვანეს და გაგან ბეგს მიართვეს საჩუქრად. ეს იყო როსტომ რაზმაძე, მომავალი მამლუქი რუსტამი.გაგან ბეგისაგან რუსტამი თბილისელმა ებრაელმა ვაჭარმა-ფილხარა ეხისკელაშვილმა იყიდა,რომელიც რიზეს მიდიოდა სვაჭროდ.იქიდან დაბრუნებულს კი სურდა ბიჭი ერეკლე მეორესთვის მიერთმია.მაგრამ ებრაელი ვაჭარი და მისი მექარავნეები გზაში დახოცეს და მათი საქონელი გაიტაცეს,ბიჭი შემთხვევით გადარჩა,წყლის მისატანად იყო გაშვებული და იმიტომ .რიზეში მარტო დაეხეტებოდა რუსტამი ,ამ დროს იქ შავი ჭირი მძინვარებდა,ისიც ჭირიანი ეგონათ და კინაღამ მოკლეს.რიზეში მოხუცმა შეიხმა შეიფარა და მაჰმადიანობა შეაყვარა.თევზაობისას კვლავ მოიტაცეს როსტომი და გაყიდეს.ექვსჯერ მაინც მოხდა მისი გასხვისება,გაჩუქება,თუ გაყიდვა. 15 წლისა მიჰგვარეს ჰასან ბეის.ჰასან ბეის ულამაზესი ასული ჰყავდა ფარიდე.მამამ გადაწყვიტა, ის მიეთხოვებინა დამპყრობელი ფრანგი იმპერატორის ნაპოლეონის რომელიმე გენერალზე.შეარჩია კიდეც. ფარიდემ როსტომი დაიბარა და თხოვა ,მოეფიქრებინათ რამე,რომ დაეცვა ქალი.მესამე დღეს ფრანგებს მამლუქები დაესხნენ თავს და მურად ბეიმ ჰასან ბეის შეუთვალა არ გაებედა ფარიდეს გათხოვება ფრანგზე,თორემ ასულსაც მოსტაცებდა და მამასაც ზედ მიაყოლებდა .არ ისმინა ჰასან ბეიმ მუქარის,მაინც ანახა ქალიშვილი სასიძოს . რუსტამმა კი შეასრულა ფარიდეს დავალება,ცხენი გაუგიჟა სტუმარს,ის გადმოვარდა და საკაცით გაიტანეს.რუსტამს გაუგეს ეს ამბავი და ამიტომ გააჩუქეს, ნაპალეონს მიართვეს შავ ცხენთან ერთად. ნაპოლეონი დაპყრობით ომებს აწარმოებდა . თითქმის მთელი ევროპა დაიმორჩილა და უკვე ბრძოლებს აწარმოებდა რუსეთთან. მტრის ჯარში გამოირჩეოდა გენერალი პეტრე ბაგრატიონი, რომელის შესახებაც ნაპოლეონი ამბობდა ‘’რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს ,ესაა ბაგრატიონი.” იმპერატორმა რომ გაიგო, გენერალი ქართველი იყო,მასთან წერილით გაგზავნა ქართველი მამლუქი–რუსტამი. რუსებმა თვალახვეული მიიყვანეს რუსტამი ბაგრატიონთან. ბაგრატიონს გაგონილი ჰქონდა რუსტამის სავაჟკაცო საქმეები, ნაპლეონის მამლუქზე ხომ ზღაპრებს ყვებოდა ევროპა. ჰკითხა, სადაური იყო და ქართული თუ იცოდა. არც გენერალმა იცოდა ქართული, დიდი სარდალიც მის დღეში იყო, ოღონდ გაყიდული კი არა არამედ ოჯახიანად ნებით გადახვეწილი რუსეთის კარზე.


პეტრე ბაგრატიონი ყმაწვილობიდან პეტერბურგში გაიზარდა მამიდა ანასთან ,ბორის ანდრიას ძე გოლიცინის მეუღლესთან.ის გახდა კავკასიის მუშკიტერთა პოლკის სერჟანტი.
მამლუქმაც და გენერალმაცმხოლოდ ფრანგული იცოდნენ. არცეთს არუსაუბრია ტკბილქართულად,მხოლოდ ფესვები უხმობდა ორივეს.
ნაპოლეონი წერილში გენერალს ურჩევდა:,,ბატონო გენერალო! თქვენი ნიჭის პატრონი კაცი საფრანგეთის არმიას უფრო დაამშვენებდა! როდესაც ინებებ,ჩვენ მზად ვართ ჯეროვანი დახვედრისათვის. წინასწარ გპირდებით საფრანგეთის რესპუბლიკის მარშლობას ,ქართლ -კახეთის გვირგვინს.თქვენისამშობლო ინდოეთში მიმავალ გზაზეა.ინდოეთის დაპყრობის გეგმა ჯერ კიდევ ძალაშია.დაფიქრდით,ბატონო გენერალო ყველაფერი უნდა გადაწყდეს ახლავე, ხვალ გვიანი იქნება .ხვალ შეიძლება სამყარო დარჩეს ისეთი სამხედრო ტალანტის გარეშე,როგორც თქვენ ბრძანდებით.ნაპოლეონიიმპერატორი!” ასეთი უმაღლესი შეფასება მისცა იმპერატორმა იმ ქართველ გენერალს,რომელიც ოჯახიანად იყო გადახვეწილი რუსეთში.მან იცოდა,რომ ქართველი იყო,მაგრამ რუსეთისთვის იქნევდა ხმალს,როგორც მამლუქი ეგვიპტის ან ერაყისთვის დებდა თავს. არც თვითონ ნაპოლეონი იყო ფრანგი,კორსიკელი თავს სდებდა საფრანგეთის გაძლიერებისათვის.
თავისი ქვეყანა კი მასაც მივიწყებული ყავდა.ეს კარგად იცოდე თვით ბაგრატიონმა და მაცდური წერილის შემდეგ იმპერატორს ასეთი პასუხი გასცა ,თან ხმამაღლა ფრანგულად კარნახობდა ადიუტანტს „ჩვენ ქართველები,ფიცის ხალხი ვართ.ფიცის გატეხას,სიკვდილი გვიჯობს.ჩვენ ალყაში ვართ.აქედან ცოცხალი ვერც ერთი ვერ გავალთ.ამის მიუხედავად უარს ვამბობ თქვენს წინადადებაზე.გენერალი პეტრე ბაგრატიონი!”რუსტამს სიამოვნებდა ასეთი თანამემამულე რომ ჰყავდა,გულში იმეორებდა მის სიტყვებს და ეამაყებოდა.ბაგრატიონის ბრძანებით ნაპოლეონის მამლუქს მიჰგვარეს ცხენი და დიდ მანძილზე გააცილეს.ხევი ისე გაიარა არავინ შეხვედრია,უცბად კი კაზაკები დაესხნენ თავს. აწამეს, გაძარცვეს,წერილი წაართვეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს შიშველ-ტიტველი.სიცივემ გონს მოიყვანა,ძალა მოიკრიბა და გზას დაადგა. ქვეითებმა სანიტარულ რაზმში წაიყვანეს დასუსტებული.სპირტით დაზილეს,ჭრილობა შეუხვიეს. გონს რომ მოვიდა, პატრონის ხმა გაიგონა პირველლად. ნაპოლეონის მამლუქს ბაგრატიონის წერილი წაართვეს,მაგრამ მისი შინაარსი სიტყვა -სიტყვით ჰქონდა დამახსოვრებული და გადასცა კიდევაც პატრონს.

ნაპოლეონის მამლუქს -რუსტამს,მიშელ დურვილის შვილი-ახტაჯანა ლილიე გასაქანს არ აძლევდა, ბავშვური მოქმედება სიყვარულში გადაიზარდა.მიშელი წინ აღუდგა მათ სიყვარულს ის ამბობდა რომ შვილს მაჰმადიანს არ გაატანდა. რუსტამი შეტაკებისასდაიჭრა. ნაპოლიონმა თვითონ ნახა თავისი მამლუქი და ბრძანა, მოეძებნათ მიშელ დურვილის ქალიშვილი და თავზე დაეყენებინათ რუსტამისათვის.იმპერატორი თვითონ ჩაერია ახალგაზრდების ბედში.მიშელ დურვილი დაემორჩილა იმპერატორის ბრძანებას, მაჰმადიან ჭაბუკს იძულებით გაატანა ქალიშვილი. რუსტამი დიდი ქონების პატრონი გახდა.იმპერატორმა ინგლისში ორსართულიანი ვილა აჩუქა თავისი კამერჰერით,მზარეულითა და მეჯინიბით. ათი ათას ფრანკად კი მამული იყიდა დურდანში,ლილიას მეზობლად. მიშელმა თავის მეზობლად მამლუქი რომ დაინახა, განცვიფრდა,არ იცოდა რა ექნა, მაგრამ მისი მფარველი იმპერატრი რომ მოაგონდა,გაჩერდა. ლილიამ ორი გოგოაჩუქა რუსტამს.არცერთის დაბადებისას მასთნ არ ყოფილა მამლუქი,ნაპოლეონს ემსახურებოდა.გერმანელებთან ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა მამლუქი . ნაპოლეონმა ბევრი ეძება მისიერთგული მსახური,ლაიპციგთან დაღუპული ეგონათ. ნაპოლეონმა რუსტამის ქვრივს -ლილიას ათი ათასი ფრანკი გაუგზავნა , თან გააფრთხილა მსახურნი ,არ შეეტყობინებინათ ქალისთვის ქმრის სიკვდილი, სჯობდა მოლოდინში ყოფილიყო.ერთი წელი ელოდა ქმარს,რომ არ გამოჩნდა ნაპოლეონთან წავიდა და იკითხა მისი ამბავი. იმპერატორისაგან შეიტყო, რომ რუსტამი დაღუპული იყო.ქალმა გადაწყვიტა,მთელი გერმანიის გადათხრაც რომ დაჭირვებოდა, მაინც იპოვიდა ქმრის საფლავს. ოქროთი სავსე ქისა ნაპოლეონს დაუდო მაგიდაზე და განუცხადა,რომ ოქრო მას არ უნდოდა,რაც ჰქონდა ისიც აღარ სჭირდებოდა, თუ ქმარი არ ეყოლებოდა.მიშელ დურვილი შვილის გათხოვებაზე ფიქრობდა.ლილიამ კი მტკიცედ მიუგო, რომ რუსტამის შემდეგ არავის ცოლი აღარ გახდებოდა.რუსტამი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს ბრძოლის ველზე,გამოაჯამრთელეს და დურდანში ჩაიყვანეს. ლილია ელოდა ქმარს.დაბრუნებული მამლუქი მთლიანად ოჯახის ცხოვრებაში ჩაეფლო.დიდხანს არ გაგრძელებულა მისი მშვიდობიანი ცხოვრება.ერთ დღეს გაიგო ,რომ ნაპოლეონი ელბის კუნძულებიდან გამოქცეულიყო და იბრძოდა იმისთვის ,რომ იმპერატორის ტახტი დაებრუნებინა. რუსტამმა მასთან წასვლა გადაწყვიტა.მიუხედავად იმისა,რომ ლილია მესამე შვილს ელოდა ქმრისთვის არ დაუშლია წასვლა. მიშელი კი ბრაზობდა.ნაპოლეონთან მყოფს დურდანიდან მეზობელმა ამბავი ჩაუტანა,რომ ლილია ცუდად იყო და რუსტამს ნატრობდა.რუსტამი მაშინვე გაიქცა, მაგრამ ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო.მესამე ვაჟი აჩუქა,თვითონ კი სამუდამოდ წავიდა. რუსტამი ერთი თვე უგონოდ იყო ბნელ ქოხში, ჟაკი უვლიდა. გონს რომ მოვიდა, მთელი დღე ლილიას საფლავზე თავჩაქინდრულმა გაატარა.საღამოს რაც ფული ჰქონდა,სიმამრს დაუტოვა და წავიდა,რითაც სიმამრი განარისხა.
ნაპოლეონმა არ მიიღო რუსტამი,დეზერტირად ჩათვალა.ლილიას სიკვდილმა კი ყველაფრის ინტერესი დაუკარგა მამლუქს.ის დახეტიალობდა ცოდვილ ქვეყანაზე. იყო ბელგიაში,ჰოლანდიაში,ინგლისში.მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა დურდანში.მაშინ,როცა ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენებაზე ლუი ორლეანელმა ყველა ბონაპარტისტი მიიწვია.ოცდაათი წელი იყო ოჯახს მოშორებული. ერთ დროს ამაყი მამლუქი ახლა წელში მოხრილი, წვერმოშვებული , გაცვეთილი ტანსაცმლით, ყავარჯნით დაუბრუნდა საკუთარ კერას.
გაუბედავად დააკაკუნა ჭიშკარზე და მიშელ დურკილი იკითხა.ახალგაზრდა გამოეხმაურა და მოახსენა ,რომ მიშელ დურკილი დიდი ხნის გარდაცვლილი გახლდათ,ის კი მისი სიძე იყო.საღამოს შეიკრიბა რუსტამის ოჯახი და ყველაფერი გაირკვა.მიშელ დურკილს სიკვდილის წინ ჟოზეფინასთვის დაეტოვებინა მთელი ქონება და თან დაუბარებია,რუსტამი თუ დაბრუნდეს , ეზოში არ შემოუშვათო.ჟოზეფინა ლილიას ორეული იყო.თვითონაც გათხოვდა და დაც გაუთხოვებია.უმცროსი ძმა რუსტამი კი პარიზში გაუგზავნია სასწავლებლად.
რუსტამს გადაწყვეტილი ჰქონდა, ლილიას საფლავზე რომ ილოცებდა ,ისევ წასულიყო,შვილებს არ შეაწუხებდა,მაგრამ არ გაუშვეს და ისიც დარჩა. ლილიას დაბადების დღეს მოილხინა ოჯახმა . ძველმა მამლუქმა ღვინო დალია , მოეკიდა და ჩაიძინა .ბევრი იწვალა სიზმარში თუ ცხადში... და ტრანტასის გაჩერებაზე მეტლემ იპოვა უკვე მკვდარი.სოფელმა ლილიას გვერდით გამოუყო საფლავი რომელსაც დღესაც აწერია :,,აქ განისვენებს ფრანგთა იმპერატორის , ნაპოლეონ პირველის მამლუქუქი ,რუსტამ რაზა.” ასე იქცა ქართველი როსტომ რაზმაძე ნაპოლეონის მამლუქად,რუსტამი გახდა ნაპოლეონის მცველი და გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერთგულებით,იყო მისი ბრძოლების მონაწილე და დანიშნა საპატიო ლეგიონის ოფიცრად.
საქართველოს რა?!სად არ იქნევდა მისი შვილები ხმალს, ვის არ იცავდა , რა დიდება და სახელი არ ჰქონდათ ,მაგრამ საქართველოსთვის რა?!არც თვითონ იყვნენ ბოლომდის ბედნიერნი .ხორციელი ნეტარება ხომ ბედნიერება არაა. მათ აკლდათ ის, რაც ყველაზე მთავარი იყო, არაფერზე გაიცვლებოდა .,, შენი ქვეყნის მიწა მთელი დუნიის ოქროზე მეტს იწონის”. მათ ეს კარგად იცოდნენ.მარტო ოქრო და ფუფუნება ვერ დააკავებდა მეომარ ბიჭებს უცხო ქვეყანაში . მათ ბავშობიდანვე, ყმაწვილკაცობიდანვე ფიცი ჰქონდათ დადებული, მამლუქის ფიცი და მას ვერ ღალატობდნენ. ისინი ხომ ბავშვები იყვნენ როცა გაყიდეს, რჯულიც მაშინ შეუცვალეს, ქრისტიანები მაჰმადიანებად აქციეს. ეს ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდათ, ისიც იცოდნენ,, ვინც ღმერთს ღალატობს ის ადამიანებს უფრო ადვილად სწირავს.” ამიტომ მტკიცედ იდგნენ ფიცზე და ვეღარ ახერხებდნენ იმ ქვეყანაში დაბრუნებას , სადაც მათი ფესვები იყო ჩარჩენილი.


კაპუდინ ფაშა
(XIXს.)
კარგი ვაჟკაცი იყო კაპუდინ ფაშა,უშიშარი ,თავისი ნიჭის წყალობით აღზევებული. უბრალო მონა იყო და ამირბარობამდე მიაღწია. ბრძოლებში გამარჯვებული გამოდიოდა, თავაწყვეტილი მეკობრე.სტამბოლის ქუჩებში ხშირად ოფიციალურ აუდენციებზე გაწვრთნილი ლომით დადიოდა.მოირთხავდა ტახტზე ფეხს, გვერდზე ლომს მიიწვენდა და არიგებდა სადავო დასაქვეყნო საქმეებს.აბა ვინ გაბედავდა კაპუდინ ფაშასა და მთვლემარე ლომის შემხედვარეს ეცრუა.კაპუდინ ფაშა ქართველი იყო. ეგვიპტიდან საქართველოში მიმავალ მგზავრს, თავად ტარბაიძეს დიდხანს ელაპარაკა მშობლიურ ენაზე, თანაც დააბარა:,,დუშეთიდან ხუთი საათის სავალზე ,არის ფშავი, იქიდან გამიტაცეს ლეკებმაო.იქ დამრჩა მამა და ბერად დაყუდებული ბიძაო. თუ ხმას მიაწვდი , გადაეცით, რომ ჩამოვიდნენ,მათი ნახვა მწყურია.დავასაჩუქრებ და მე თვითონ მოვაცილებ ახალციხემდეო.”კაპუდინ ფაშას ეკავა საზღვაო ძალების სარდლის თანამდებობა ოსმალეთის იმპერიაში.ის იყო აგრეთვე საზღვაო არსენალის -თერსანის -მთავარი უფროსი და განაგებდა იმპერიის საზღვრის სამფლობელოებს.სულთან აბდულაზიზის მმართველობისას(1861-1876წ.). მისი თანამდებობა გაუქმდა და მის ნაცვლად შემოიღეს საზღვავო მინისტრის თანამდებობა.

***
გზა არ ჰქონდა ქარავანს . მიდიოდა უწყვეტ ჯაჭვად,უწყვეტ ნავადად ირანსა და ოსმალეთში , სადაც ყველაზე ძვირად ფასობდა ქართველი ტყვე. საქართველოში იბადებოდნენ და ვინ იცის ვისთვის იქნევდნენ ხმალს. ირანში გადახვეწილ ქართველთაგან შევეხებით უნდილაძეებს.


ალავერდი ხანი
(გარდაიცვალა 1614წ.24 მაისს)
ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე გამაჰმადიანებული ქართველი. საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშობაში, გვარად უნდილაძე, ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი, აბას I _ის სამხედრო რეფომის ერთ–ერთი აქტიური გამტარებელი, როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალელეთთან ომში(1603_12წ). ისპაჰანში ააშენა ხიდი მდ. ზენდერუდზე,366 თაღიანი, ამ ხიდს დღესაც მისი სახელი ჰქვია. ალავერდ ხანი 1614წლის24 მაისს გარდაიცვალა. აბას I ბრძანებით ალავერდი ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. უფროსმა იმამ ყული ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარ-ბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა ყარაბაღისა.


ალავერდ ხანმა კახეთში სამი ციხე ააშენა:ბახტრიონის,ალავერდის და ყარაღაჯის. საამისოდ ერანიდან ხუროთმოძღვრები,კალატოზები და ფულიც კი გამოუგზავნა.




იმამ ყული ხანი
(მე–16 საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი–1633წ)
ირანის ჯარის ყულარაღასი გამოჩენილი სარდალი . ქართველი ალავერდი–ხანი უნდილაძის შვილი . მისი მეთაურობით ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კუნძულ ჰორმეზიდან 1623 წელს.ირანში გაიყვანა გზები, არხები, ააგო ხიდები ,კაშხალები. იყო გონიერი და მწიგნობარი. აინტერესებდა პლატონისა და არისტოტელეს თხზულებები. დანათესავებული იყო ქართველ ფეოდალებთან ირანსა თუ საქართველოში. მისი ერთი ქალიშვილი ანდუყაფარ ამილახორის ცოლი იყო და საქართველოში ცხოვრობდა, მეორე დაუდ–ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი, ხოლო მესამე ალიყული ბეგს , როსტომ– სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად).
ის მფარველობდა ქეთევან დედოფალს ,ლუარსაბ მეორეს , თეიმურაზის შვილებს .
იმამყულ ხანის ცხოვრებას და მოღვაწეობაზე სპარსულად მხატრული ნაწარმოებებიც დაიწერა ჯანგნამეი ყეშმ”-,, ფარუხნამე” . იმამყული ხანის მოღვაწეობაზეა საუბარი თეიმურაზ პირველის პოემაში წამება ქეთევან დედოფლისა.
იმანყული–ხანს დაბრალდა თავისი ძმის დაუდ–ხან უნდილაძის აჯანყებში მონაწილეობა და ოჯახთან ერთად შაპ–სეფი პირველის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.


დაუდ–ხანი
(XVI-XVII ს-სIნახ.)
განჯა–ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625–33წლ-ში . წარმომავლობით ქართველი. ალავერდ–ხანის ვაჟი . ცოლად ჰყავდა თეიმურაზ Iდა – ელენე.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გრეული იყო მარტყოფის აჯანყების მომზადებაში .
1625წელს როგორც შაჰის მოციქული, მონაწილობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თნ გამართულ მოლაპარაკებაში


1633 წელს დაუდი აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I მეთაურობით სეიფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებში. სეფი I -მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა,მაგრამ თეიმერაზმა შაჰს უარი შეუთვალა.დაუდ ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი.
დაუდ ხანი და იმამყული ხანი აითვალწუნა შაჰ სეფიმ და ყველაფერი იღონა ბოლო მოეღო სპარსეთის სამეფოში მეტად გავლენიან ამ ორი ხანისთვის. ისინი დიდი ავტორიტით სარგებლობდნენ, ამიტომ შაჰმა გადაწყვიტა, ეშმაკობით მოეღო მათთვის ბოლო. მან განჯის მმართველი დაუდი თბილისის ხანადაც დანიშნა და თბილისის ციხესიმაგრის უფროსს საიდუმლო ბრძანება მისცა. როდესაც დაუთხანი პოსტის დასაკავებალად თბილისის ციხესიმაგრესთან გამოცხადდებოდა ,შეეშვა იგი ციხე– სიმაგრეში, დაეპატიმრებინა და მოეკლა.
დაუდ ხანი არ ენდო შაჰის ბრძანებას, მადლობა გადაუხადა შაჰ სეფის ასეთი პატივისთვის,მაგრამ თბილისში თვითონ არ წავიდა,წარმომადგენელი გააგზავნა. შაჰ სეიფმა განჯაში გაგზავნა ორი სანდო კაცი მეთვალყურედ.დაუდ ხანმა კავშირი გააბა თეიმურაზ მეფესთან,განჯა დალაშქრა და გაანადგურა.
შაჰმა უკვე მოაკვლევინა დაუდის ძმა–იმამ ყული ხანი,შირაზის ხანი და ახლა დაუდის მოკვლაც უნდოდა.


გურჯი ხათუნი
(1224–1277)

თამარ დედოფალი იყო თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდან დედოფლისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედინის ასულ.ის ძალიან ლამაზი ყოფილა,მოსწონებია ჯალალედინის ძმას,ყიასდინ ქაიხოსრო მეორეს.ვაჟი მზად იყო თავისი სარწმუნოება უარეყო და ქრისტიანობა მიეღო,ოღონდ თამარი გაყოლოდა ცოლად.რუსუდანი დათანხმდა დამოყვრებაზე თუ თამარს სარწმუნეობას შეუნარჩუნებდა.


გურჯ-ხათუნ თამარს დიდი პატივით ექცეოდნენ სასულთანოში.მისი სახე ქმარმა ფულზე ამოატვიფრინა. თამარს თან ახლდა ქრისტიანებისაგან შემდგარი ამალა,ღიად ჰქონდა გამოფენილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და ქართული წესისამებრ ცხოვრობდა და ლოცულობდა.
ყიასდინი მონღოლებს ებრძოდა. მათთან დამარცხებული იძულებით ეახლა მონგოლებს და შეწყალება ითხოვა.
ყიასდინის სიკვდილის შემდეგ მისმა მონამ ფარმანმა მოიტაცა სულთნობა და ცოლად ყიასდინის ცოლი გურჯი ხათუნი–თამარიც, წაიყვანა.გურჯი ხათუნი და მისი ვაჟი მეგობრობდნენ მთელი აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯელალ–ედ–დინ რუმთან(1287–მე_13 ს_80იან წლები)მან დაახატვინა პოეტის პორტრეტი და ის თან დაჰქონდა.მან გადაიხედა დიდძალი თანხა,რათა ხელში ჩაეგდო ჯელალ–ედ–დინ რუმის ხალათი.იკონიის სახელმწიფოს ისტორიკოსის ეფლიაკის ცნობით 'სულთანი რუქნადინი კილიაჩ არსლან IV"ითვლებოდა ჯელალ–ედ–დინის მამად.მისი დედა იყო ქართველი
ქალი– თამარი, რომელიც იყო ცოლი სულთან ყიასდინ ქაიხოსრო მეორისა.
ამ წინდახედულ, შორსმჭვრეტელ და ჭკუა–გონებით ცნობილ მანდილოსანს რომელმაც ერზინკის სასულთანო საქართველოს დაუმეგობრა, უცხო ქვეყანაში თავისი რჯულისა და დედაენის, ქართველი ხალხისა და ქართული მიწა–ნწყლის დიდი პატივისცემა ჰქონდა.
1277წ მისი მეორე მეუღლე ფარმანი მონღოლებმა მოკლეს, თამარი ამ დროს ცოცხალია. ამის შემდეგ მისი ბედი გაურკვეველია.

შალიკაშვილის ქალი
(XVI ს)
საქართველოდან ყაზმინს იყო გათხოვილი ოთარ შალიკაშვილის ასული ლუარსაბ მეფის დედის მესტან–დარეჯანის მკვლელი შაჰ–თამაზზე. ოთარ შალიკაშვილის ქალს ჰყავდა ორი ვაჟი შაჰ–ისმაილი და შაჰ–ხუდაბანდა. მისი შვილიშვილი იყო ცნობილი ტირანი შაჰ–აბას I.
1569 წელს სპარსელთა მიერ ღალატით შეპყრობილი ქართლის მეფე სვიმონი (1537–1600) შაჰ–თამაზს დაპატიმრებულ ჰყავდა ალამეთის ციხეში. სპარსეთის ტახტზე ავიდა შაჰ–თამაზის შვილი
შაჰ–ისმაილი, რომელმაც დედის ჩაგონებით ტყვედ მყოფი სვიმონი და ბაგრატ მუხრანბტონის ძე არჩილი ცოლშვილიანად გაათავისუფლა და შირაზიდან ისპაჰანში გაისტუმრა. შაჰის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი ძმა შაჰ ხუდაბანდი,მან სვიმონ მეფეს რჯული გამოაცვლევინა და სამშობლოში დააბრუნა. შალიკაშვილის ქალი წუხდა მეფის ბედზე. სვიმონის სამშობლოში გამომგზავრებისას მიიყვანა სვიმონ მეფე და მოახვია ლეჩაქი ქართული წესისამებრ ხმალზე.ხმალზე ლეჩაქის მოხვევა ნიშნავდა საქართველოსა და სპარსეთს შორის დედაკაცის შუმდგომლობით სრულ, დაურღვეველ მშვიდობასა და ერთობის დამყარებას.
„მამლუქთა ნეშტი სხვის მიწაზე დარჩა ,სული ისლამურ ცას გაჰკვრია ,კეთილო კაცო ,ნუ დაიზარებ და სახელი მაინც დააბრუნე საქართველოში“
როდამ ჩაჩანიძე







ადამიანების ტყვედ გატაცებამ და გაყიდვამ საქართველოში განსაკუთრებით მეთექვსმეტე- მეთვრამეტე საუკუნეში მოიკიდა ფეხი. იტაცებდნენ და ყიდდნენ განურჩევლად ყველას. გამტაცებლები და გამყიდველნი იყვნენ ლეკებიცა და ქართველებიც.მართალია,ქართველი მეფეების კანონი მკაცრად სჯიდა გამტაცებლებს,მაგრამ მათ არაფერი აშინებდათ.
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში ,,იავნანამ რა ჰქმნა?!” ამ მავნე ჩვევით გამოწვევულ ტკივილზეა სუბარი.
ქართველ თავადს ზურაბ ქართველაძეს ძველ დროში აყვავებული ეზო-კაარმიდამო და თბილი ოჯახი ჰქონდა სოფელ ვაშლოვანში. მის ორსართულიან სასახლეს ტიკტიკით ახმიანებდა ერთადერთი ქალი-სამი წლის ქეთო,ლამაზი ვქრიალა,მხიარული,დაუღალავი,ბამბის ქულასავით თეთრი გოგონა.მას ძალიან უყვარდა დედის- მაგდანის, სიმღერის მოსმენა.ხშირად ამღერებდა და სულგანაბული უგდებდა ყურს.
კახეთს ესაზღვრებოდა ლეკების ქვეყანა დაღესტანი.მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებს. საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა,საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა არავის ახსოვდა, რომ ლეკები საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხათ ქართველებისთვის. ლეკები თავისუფლად მიდი -მოდიოდნენ კახეთში და გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღი,რომლის კეთებაშიც განთქმულნი იყვნენ.ისინი მტრად მაშინ გაუხდნენ საქართველოს,როცა მაჰმადიანობა მიიღეს,ხოლო საქართველომ მართლმადიდებელი რუსეთისკენ გაიწია.
სოფელ ვაშლოვანში სავაჭროდ დადიოდა ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ისინი ისე წყალწაღებულნი იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც კი აბუჩად ჰყავდათ აგდებული,ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაკეთებას არავინ მოელოდა.
ამ ორმა ლეკმა იცოდა რომ ზურაბ ქართველაძე ძალიან მდიდარი იყო. მას მზე და მთვარე ერთადერთ შვილზე-ქეთოზე, ამოსდიოდა.ამიტომ გაიფიქრეს, გაეტაცებინათ ქეთო და დიდი გამოსასყიდი მოეთხოვათ მამისთვის. ამით ისინი გამდიდრებას ფიქრობდნენ.


ქეთო გამდელთან ერთად ტყეში რომ სეირნობდა, ლეკებმა გაიტაცეს, გადაიყვანეს დაღესტანშიდა უშვილო ნაიბსა და მის ცოლს ფეშქაშად მიართვეს ,რომელსაც სიმართლე დაუმალეს და უთხრეს, რომ ბავშვი გზაზე ჰყავდათ ნაპოვნი და უპატრონოდ არ დატოვეს,თან წამოიყვანეს. ნაიბმა კი მათ ოქროთი სავსე ვეებერთელა ქისა მისცა.
ბევრი ეძება ზურაბმა ქეთოს გამტაცებლები,მაგრამ ვერ დაეწია.
ნაიბის ცოლის დედობრივმა ალერსმა ქეთო მალე მოასულიერა.ბავშვს ეუცხოვა ყველაფერი,თავდაპირველად სულ ტიროდა,იგონებდა დედ-მამას, თავის სოფელს და სხვა შინაურებს, მაგრამ ნაიბისა და მისი ცოლის ალერსიანმა მოქცევამ, მოფერებამ და სიყვარულმა მალე დაავიწყა ყოველივე ძველი. ორი -სამი წლის შემდეგ ქეთოს ისინი თავის ნამდვილ მშობლებად მიაჩნდა. ღვიძლი დედ-მამის კვალი კი მის ბუნებაში მთლიანად წაიშალა. ლეკურმა ენამ დაავიწყა დედაენა, ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანი. დიდხანს შემორჩა მაგდანის ტკბილი სიმღერის მოგონება, მაგრამ საბოლოოდ ისიც მიივიწყა და ის უკვე ლეკ ქალად იქცა.
რა თქმა უნდა ზურაბ ქართველაძე ვერ მოისვენებდა, იგი ყველგან ეძებდა შვილს დაბოლოს გაიგო, რომ დაღესტანში ნაიბის ოჯახში იზრდებოდა. ზურაბმა ნაიბს შეუთვალა, რომ ის ბავშვი,რომელსაც ნაიბი ზრდიდა მისი ოჯახიდან იყო ჩუმად გატაცებული და სთხოვდა, რაც სურდა ის წაეღო მისგან, ოღონდ ქალი დაებრუნებინა. ნაიბმა შეუთვალა,თავიდანვე რომ სცოდნოდა მისი იყო, დაუბრუნებდა,ახლა კი ვეღარ გაიმეტებდა. მამობილმა ქეთოს მცველები დაუყენა ,რომ ქართველაძეს არ მოეტაცაის . ზურაბმა ხმა 8)დააგდო,თითქოს და შვილი აღარ აინტერესებდა. ამიტომ ნაიბმა ქეთოს თავისუფლად სიარულის ნება მისცა და მეთვალყურეობაც შეუსუსტა. მამამ ამით ისარგებლა, გადავიდა დაღესტანში რამდენიმე ვაჟკაცთან ერთად, ქეთო მოიტაცა და დაბრუნდა ვაშლოვანში.

ქეთოსთვის უცხო იყო მისი ღვიძლი დედ-მამა ,ამიტომ ის დამწუხარდა. ღაპა-ღუპით სდიოდა თვალებიდან ცრემლები და ისე ოხრავდა,თითქოს ლამობს გულ-ღვიძლი თან ამოიტანოსო.ზურაბს უყურებდა,როგორც მოსისხლე მტერს, რომელმაც მოაშორა საყვარელ დედ -მამას, სამშობლოს და სადღაც მიჰყავდა ტყვედ.
ზურაბს იმედი ჰქონდა, სახლში რომ მიიყვანდა, ყველაფერს გაიხსენებდა ქეთო. მაგრამ დედაც რომ ვერ იცნო , მაშინ ძალიან შეწუხდნენ.
დარდითა დავარამით შეპყრობილი ქეთო რამდენიმე კვირის მანძილზე არც ჭამდა და არც სვამდა, მხოლოდ ოხრავდა და ტიროდა,ძილიც კი მოუსვენარი ჰქონდა. გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად,თვალებ დახუჭულიდა გონებით დაღესტანში იყო ნაიბსა და მის ცოლთან. ვაშლოვანში კი ყველა მის მტრად მიაჩნდა.
რა არ იღონა მაგდანმა,აჩვენა მისი პატარა აკვანი,ის ბაღჩა,სადაც პატარობისას დაჰყავდათ. მიიყვანა საღამოს იმ ადგილა, საიდანაც მოიტაცეს, აჩვენა წყარო,ის ტოლ-მეგობრები რომლებთანაც ის პატარობისას თამაშობდა,გამდელი, დედოფლები,მაგრამ ამაოდ,მასზედ არაფერმა გაჭრა.სარკესთანაც დააყენა,რადგან შვილი მაგდანს ზალიან ჰგავდა და ინებ ეს მაინც შეემჩნია. ყველა ცდა უშედეგოდ დამთავრდა.
ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა.უავადმყოფოდ ჭკნებოდა,დნებოდა და ცოტა აკლდა სიკვდილამდის.


მაისის მზიან დღეს ფრინველთა ჭიკჭიკი ახალისებდა,მაგდანიც სულ სხვაგუნებაზე დადგა დათავისდაუნებურად დაიწყო ღიღინი იავნანისა.ატი წლის დუმილის შემდეგ მაგდანი პირველად მღეროდა. ჯერ ღიღინით ამბობდა,მერე კი თავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად დაამღერა.ქეთოს სახეზე აღელვება დაეტყო.თითქოს მის ბუნებაში დამარხული გრძნობაიღვიძებდა. მაგდანამ ეს შეამჩნია და ხმას მისცა მიმზიდველობა. სიმღერამ გააცოცხლა ქეთოში დამარხული ბავშობის სანატრელი ნაშთი.
ის თვალით თითქმის სჭამდა დედის პირსახეს და მღელვარებიტ ცდილობდა,ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო. უცებ ნათელი მოეფინა მას სახეზე,ტახტიდან წამოვარდა და სანატრელი ხმით დაიყვირა,,დედა”.მაგდანს მხურვალედ დაუწყო კოცნა და სიხარულის ცრემლები ცვივოდა. ხმაურზე ზურაბიც შემოვიდა,ქეთო ახლა მას ეხვევოდა და,,მამას ” უძახდა.
ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია,მეორემ მესამე და ქეთოს სარკესავით გადაეშალა თვალწინ პატარობა. მოიგონა ქართული ენაც , თუმცა თავდაპირველად ლეკურ სიტყვებს ურევდა ლაპარაკისას,მაგრამდედა ეხმარებოდა და ხელახლა ასწავლიდა.
ისე ხშირად ამღერებდა მაგდანს,რომ დაღლილი დედა ეხვეწებოდა, დაესვენებინა. თვითონაც სწავლობდა იმ სიმღერას, რომელმაც სინამდვილე აღუდგინა.
ქეთოს თხოვნით მშობლებმა ნაიბის ოჯახთან გააბა კავშირი და ისინიც ყოველ წელწადს რთველის დროს სტუმრობდნენ ხოლმე შვილობილს.
ეს წესი არ შეცვლილა მას შემდეგაც , როცა რამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედის სამშობლოში და ჯვარი დაიწერა ღირსეულ ქართლელ ვაჟკაცზე.
სექტემბერში ქართველაძეს ქართთლიდან ეწვეოდნენ ქალი და სიძე, დაღესტნიდან ნაიბი ცოლითა და ამალით და რთველს დიდი სიამოვნებით ატარებდნენ ერთად.


მიდიოდა ქარავანი, მიერეკებოდნენ. მათრახების ტყლაშუნი. აქა–იქ ისმოდა მუსულმანთა შეკივლება. ქალები და ბავშვები ტიროდნენ, ბორკილდადებული ვაჟკაცები გმინავდნენ... მიდიოდნენ... და გზა არ ილეოდა. თურქთა თარეშს ბოლო არ უჩანდა ქართულ მიწა–წყალზე. სხვა ძვირფასეულობასთან ერთად გასაყიდად მიყავდათ საქარათველოდან ყველზე დიდი "საქონელი''... თვითონ ქართველნი.ზოგი მოპარული, ზოგი ლეკთაგან მოტაცებული და შესყიდულნი, დატყვევებულნი ანდა საკუთარი ბატონისაგან ხარკად გაღებული და გაყიდულიც კი .
იტაცებდნენ ,,ყოველნაირ ქართველს"ქალსაც და კაცსაც , ყრმასაც და ხნიერსაც."ტყვის სყიდვა"ყველაზე ავი სენი იყო ქართველთათვის და იქცეოდა მწარე ცრემლი ქართულ მიწაზე.მოტაცებული ქართველი ყრმა ისლამის უმამაცეს და უერთგულეს მეომრად უნდა ქცეულიყო–თურქეთში–იანჩირად, ეგვიპტესა და ერაყში მამლუქად და სხვა ქვეყნებში მებრძოლ ჯარისკაცებად, მონებად თუ გენერლებად.
ევროპულ საისტორიო ლიტერატურაში არსებობს ვერსია,რომ სალატინის ერთ–ერთმა მემკვიდრემ 1230წელს ჩერქეზეთში,სამეგრელოსა და აფხაზეთში იყიდა 12ათასამდე ახალგაზრდა კაცი ჩერქეზი,მეგრელი,აფხაზი და ამ მონებისგან ეგვიპტეში მამლუქთა არმია შეადგინა.


ალი ბეიალ ქაბირი
(1728-1773წ.
ალი–ბეი ქაჰია იბრაჰიმის მონა იყო და 1728 წელს დაიბადა ამაზიაში,კეთილშობილ ოჯახში.მამამისი მსახურობდა მართლმადიდებული ეკლესიის მოძღვრად,სახელად დაუთი ანუ დავითი ერქვა.ალი–ბეის მოტაცებამდე იოსები რქმევია.მის გარდა ამაზიელ მღვდელს დავითს ჰყოლია ორი ქალიშვილი. 13 წლის იოსები ტყეში თამაშობის დროს ყაჩაღთა რაზმს მოუტაცია. ალი ბეი უნდა ყოფილიყო ლაზეთიდან მოტაცეული ბავშვი.პატარა იოსების(მომავალი ალი ბეი)ქურთ ვაჭარს აჰმედს ეგვიპტეში ჩაუყვანია.იქ ბავშვი უყიდია იბრაჰიმ ქაჰიას. იბრაჰიმ ქაჰიაც



ქართველი ყოფილა .მას 2 ათასამდე მონა ჰყოლია და მათგან ბეგის ტიტულამდე ბევრი ამაღლებულა. იოსები კაიროში უყიდიათ ებრაელ მებაჟე მოხელეებს,ძმებს– ისაკ და იუსუფს და იბრაჰიმ ჰაქიასთვის წარუდგენიათ. ქართველ ბიჭს აქ ასწავლეს ცხენის ტარება, კარაბინის მოხმარება, ჯერიდის ტყორცნა, ხმლის მოქნევა და ანბანი,არაფერი დააკლეს,რაც მამლუქთა აღზრდას შეეფერებოდა.ახალგაზრდა ალი თავდაპირველად პატრონის სახლში საჭურველმტვირთველის თანამდებობას ასრულებდა.თავისუფალ ადამიანად რომ აქცია პატრონმა მას წვერ–ულვაშის მოშვების ნება დართო. ქალიც მაშინ უთხოვა ბატონმა ალის და შემოსავალიც გაუჩინა. 22 წლის ალი ბატონმა ქაშიფების რაზმში ჩარიცხა.
1763 წელს ალი–ბეიმ შეიხ ელ–ბალდობა სხვას ჩამოართვა და ეს ტიტული თვითონ მიითვისა. მან ქვეყანაში სამართლიანობა დაამყარა და ავაზაკებისაგან გაწმინდა. მისი მონების რიცხვი 24 ათასამდე აღწევდა. ტახტისთვის ბრძოლაში გამარჯვებულმა ალი–ბეიმ 18 მამელუქს მისცა ბეგის ტიტული, აქედან 11 ქართველი იყო. ამ დროს კაიროში საქართველოდან სტუმრად ჩასულა ალი–ბეის მამა, რომელსაც იქ ჩაუყვანია შვილიშვილი როსვანი და უმცროსი გაუთხოვარი ქალიშვილი. მამა 7 თვეს იყო შვილთან, ახალგაზრდები კი იქ დარჩენილან. და ალიბეის მიუითხოვებია თავის შვილობილისთვის მუჰამედ ბეისთვის, ხოლო როსვანი გამხდარა ბიძამისის დაახლოვებული მამლუქი და 1768 წელს ქაშიფობაც მიუღია. ალი–ბეიმ ალაგმა ფულის კომბინატორები და სასულიერო არისტოკრატია, გაუმკლავდა ბედუინებს და უდაბნოში გარეკა. ხელი შეუწყო საშინაო და საგარეო ვაჭრობას და მოჭრა საკუთარი მონეტები. .ალი–ბეის ოსმალებმა სიწყნარის დამყარებისათვის "ბულუტქაპანი" ანუ "ქარბუქთა დამაოკებელი" უწოდეს. ალი–ბეი ეგვიპტეს მართავდა 1763–1772წლებში. 1741 წელს ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი რუსეთ–ოსმალეთისომის(1768–74წ) დროს რუსეთს დაუკავშირდა, ოსმალეთის სულთანს აუჯანყდა და 1769 წელს ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1771 წელს ეგვიპტის სულთნის ტიტული მიიღო.ილაშქრაარაბეთში 1772 წელი სირიაში ილაშქრა, მამლუქ მხედართმთავართა ერთი ნაწილი აბუ ზაჰაბის მეთაურობით განუდგა მას, ალი–ბეი შეებრძოლა განდგომილთ.დამარცხდა და აქაში გაიქცა. სამხედროების დახმარებით გადაახალისა ჯარი და 1773წ ხელისუფლების აღდგენის მიზნით, მეამბოხე ბეგების წინააღმდეგ დაიძრა. მას უღალატეს იბრაჰიმ და მურად ბეიმაც. ამ უკანასკნელმა გასცა თავისი პატრონი და აბუ–ზაჰაბის მხარეზე გადავიდა .საფასურად კი მურად–ბეიმ მოითხოვა მისთვის გადაეცათ ალი–ბეის ჰარამხანა და ალი–ბეის მთავარი ცოლი–ნეიფისა. 1773წ. ალი–ბეი დამარცხდა სალიჰესთან ხელჩართული ბრძოლაში. მას მძიმე ჭრილობა მიაყენეს. ის ტყვედ შეიპყრეს და კაიროში მოკვდა შეპყრობიდან მეშვიდე დღეს.მის სიკვდილს მოჰყვა ეგვიპტეში ოსმალეთის ბატონობის აღდგენა.



სიტი ნეფიდე
ალი–ბეის ულამაზესი ქართველი ცოლის სიტი ნეფიდეს სახელი შორს იყო გავარდნილი. მან ფრანგთა ექსპედიციის დროს თავი ისახელა კარგი საქმეებით მისმა კეთილშობილურმა ხასიათმა და კდემამოსილებამ ფრანგები აღტაცებაში მოიყვანა . იყო ისეთი განსწავლული , რომელიც აღმოსავლეთის ქალებისთვის უჩვეულო იყო. არავინ იცის საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთნოდა „თეთრ განძად წოდებული“ ქართველი ქალი.მისმა
გამჭრიახობამ გადაარჩინა კაირო. სიყმაწვილეში ტყვეთა ბაზარზე გაყიდული ქალი კაიროს დედოფალი გახდა . ეგვიპტე მას სამი სახელით იცნობდა ნაფისა ხანუმი, თეთრი განძი და მამლუქთა დედა.კაიროს შესასვლელთან დამპყრობელ ფრანგთა იმპერატორს ნაპოლეონს მოჩვენებასავით გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი–კაიროს დედოფალი ნაფისა–ხანუმი. მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოვიდა და ქალს მოკრძალებით ეახლა. ნაპოლეონმა ის სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოქროვილი სამაჯური აჩუქა. ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ თამაშში ჩაეაბა, პარალელურად კი კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან -მურადი ბეისთან, რომელმაც ალიბეის სიკვდილის შემდეგ მიითვისა ნაფისა. ცოლ–ქმარი ერთმანეთს ნიშანს უგზავნიდა–ნაფისა აბასიაში საკუთარი სასახლის სახურავიდან, მურადი კი გიზას პირამიდის წვერზე უზარმაზარ ჩირაღდანს ანთებდა. ქართველი ქალის გამჭრიახობით მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ.ნაფისა ხათუნს ალი ბეიმ უამრავი სიმდიდრე დაუტოვა,ქალი თვითონ განაგებდა ქმრის დანატოვარს,ეს კი მუსულმანებს ვერ წარმოედგინათ. ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას მიაშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი,რომელსაც საბილ ქუთაბი რქმევია.აქ სასმელი წყალსაც უფასოდ გასცემდნენ.
იოსებ წილოსანი
(1804 – 1873 წელი)
იოსებ წილოსანი გურული ლანჩხუთელი გლეხის ლაზარე წილოსანის შვილი იყო. 1812 წელს ლაზარეს ოჯახს თავს დაატყდა დიდი უბედურება, ავაზაკებმა მოსტაცეს 8 წლის ბიჭუნა,სახელად იოსები.ის ფოთში წაიყვანეს და დააწყვილეს მისი ბედის მქონე ყმაწვილთან, რომელიც სამეგრელოდან იყო გატაცებული და ტყვეობაში სელიმი შეარქვეს, ქართული გვარ – სახელი კი დარგული აქვს. ისინი ოსმალოდან ჩამოსულ დიდ ვაჭარს ჰქასან–აღას მიჰყიდეს ორასამდე სხვა ტყვესთნ ერთად და სტამბოლის გზას გაუყენეს.
ტყვეების ნაწილი ჰასან– აღამ სტამბოლს გაყიდა, იოსებ და სელიმი კი ეგვიპტის გზას გაუყვნენ. ამ დროისთვის მამლუქებისათვის.

ეგვიპტეში არახელსაყრელი პირობები იყო შექმნილი. ჰასან–აღამ ბიჭები კაიროში ჩაიყვანა და მუჰამედ -აღას მიჰყიდა ,რომელსაც ჰყავდა ერთად–ერთი ქალიშვილი, ბიჭებზე უმცროსი სეით-ზეინაბი. მუჰამედ–აღა ძალიან მდიდარი იყო. ქალი მუსულმანური წესით მემკვიდრედ არ ითვლებოდა, ამიტომ ბიჭებს შვილებივით ზრდიდა. მიაღებინა ჩინებული განათლება. მაჰმადიანურ რჯულზე მოქცეული იოსები (ალი–ამედი) და სელიმი დაეუფლნენ სამხედრო საქმეს,არაბულ და თუქულ ენებს, მაჰმადიანურ კანონმდებლობებს და ღვთისმეტყველებას.
1818 წელს იოსებმა სპეციალური გამოცდები ჩააბარა, მიიღო დიპლომი და ეფენდის წოდებაც.
მამობილმა -მუჰამედ აღამ ,იოსები და სელიმი სპეციალური სიგელით მონობიდან გაათავისუფლა. იოსები (ალი–ამედ ეფენდი) თავისი ქონების ხაზინადარად დანიშნა და დაწერა ანდერძი, რომ ქალიშვილის სეით–ზეინაბის სიკვდილის შემთხვევაში მთელი თავისი უძრავ–მოძრავი ქონების სრული მემკვიდრეებად იოსებსა და სელიმს აცხადებდა. იოსები კი თავის პატარა ქალიშვილზე სეით–ზენაბზე დანიშნა და მათ შეუღლება აღუთქვა, როგორც კი სრულწლოვანნი გახდებოდნენ.
იოსებსა და სელამის ყურადღება მიაქცია ეგვიაპტის ფაშამ–მეჰმედ ალიმ და მისი ბრძანებით 1821წ ბიჭები სელიმ კასრანეს პრივილეგიურ სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხეს.
1823 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ისინი ოფიცრის ჩინით არმიაში გაამწესეს .მეჰმედ ალი ფაშას გადაწყვეტილებით ბიჭებს ევროპული განათლება უნდა მიეღოთ,ამიტომ მისი ბრძანებით ისინი იტალიურ ენას სწავლობდნენ.
1826 წელს სელმი და იოსები სასწავლებლად სახელმწიფოს ხარჯზე პარიზს მიავლინეს. მეჰმედ აღას ბრძანებით იოსებს სწავლა უნდა გაეგრძელებინ საინჟირო განხრით,სელმი კი სადაც სურდა იქ. 1832წელს დაამთავრა იოსებმა უმაღლესი საინჟინრო სასწავლებელი და აპირებდა ეგვიპტეში დაბრუნებას,მაგრამ გაიგო აღმზრდელისა და სასიმამროს მუჰამედ აღას მოულედნელი სიკვდილის ცნობა, რამაც სულიერად დიდად შეაშფოთა იგი. მუჰამედ აღა იყო ის უკანასკნელი ძაფი, რომელიც მას აკავშირებდა ეგვიპტესთან.ვერც საცოლემ,ვერც სიმდიდრემ ვერ გადაწონა სამშობლოს სიყვარულს. პარიზში ღამე თეთრად გაათენა და მიიღო კაცური გადაწყვეტილება, დაუბრუნდებოდა თავის ერს. ეს გადაწყვეტილება სელიმს გაანდო. სელიმი ეგვიპტეში დაბრუნდა, იოსები კი საქართველოში გამოეგზავრა. სელიმი ეგვიპტის შტაბის უფროსი გახდა და დიდ ქონებასაც დაეფლა. იოსებ წილოსანი ჩავიდა ლანჩხუთში,მაგრამ დედ–მამა ცოცხალი აღარ დახვდა.
1832 წლის 2 ნოემბერს ის თბილისში მთავარმერთებლის კანცულარიაში მთარგმენელად გაამწესეს.მან სცადა ინჟინრად დაეწყო მუშაობა, მაგრამ უკან კანცელარიაში დააბრუნეს. თითქმის 40წელი იმსახურა და პოლკოვნიკობამდე მიაღწია. ის ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობასაც. მჭიდრო კავშირი ჰქონდა აკადემიკოს მარი ბროსესთან, პლატონ იოსელიანთან. მან მაშინდელი თბილისი აქცია აღმოსავლური ენების შესწავლის თავისებურ ცენტრად. შექმნა აღმოსავლური ენების უნიკალური სახელმძღვანელო და პირველად 1856წელსგამოსცა თბილისში. ამავე წელს გამოსცა სალაპარაკო ენის ვრცელი ლექსიკონი რუსულად , ფრანგულად და თურქულად. 1862წელს კი მეორე წიგნი რომელიც წარმოადგენს მაჰმადიანური ენების თვითმასწავლებელს. იოსებ წილოსანი 1873 წელს გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია ლურჯი მონასტრის მიდამოებში, საფლავი დაკარგულია. ეს იყო ბედნიერი შემთხვევა ორივესთვის. საქართველომ დაიბრუნა გატაცებული შვილი, ხოლი იოსებმა უკვე დავაჟკაცებულმა და ათას ქურაში გამობრძმედილმა გულში ჩაიხუტა ქართული მიწა, ქართული ცა, თუმცა მისი დაბრუნებით გამოწვევული სიხარულით ვერ აღაერთოვანა მისი დარდით ადრე წასული მშობლები.


გატაცებული გოგო–ბიჭები იზრდებოდნენ ეგვიპტის ,ერაყისა და სხვა ქვეყანათა მიწა–წყალზე , იღებდნენ განათლებას, ეუფლებოდნენ სამხედრო ხელოვნებას და მეცენიერებას, ფრთიანდებოდნენ სხვათა ენაზე ,მაგრამ მისი მაინც არ ავიწყდებოდათ. 9–10, 11–12 წლის პატარა ყმაწვილები ქართულ ენას ვერ ივიწყებდნენ, ძილში საქართველოში ცხოვრობდნენ და სიზმარში საუბრობდნენ ტკბილქართულად. საოცარია არა?! მიწის ყივილი... მას რაღაც მაგიური ძალა გააჩნია.ისინი იქ ფაშები ,ბეგები , ხანუმები,ხათუნები, დიდი სამხედრო პირები, უმდიდრესი ადამიანები ხდებოდნენ მაგრამ უკან აღარ თუ ვეღარ ბრუნდნებოდნენ. მათ არ ავიწყდებოდათ ფესვები თავისი ქვეყნისა და ცდილობდნენ ,იქიდან მაინც დახმარებოდნენ თავისიანებს. ამაში დამნაშავე საქართველო იყი, ის ქართული ენა , რომლის სიყვარულმაც გააბედინა ჭაბუკს უკან დაბრუნებულიყო. გამონაკლისი მხოლოდ აქ მოხდა . ქეთოს ბედი იოსებ წილოსანს ერგო. თუ ქეთო დაღესტნიდან პირმშვენიერი ქალი გამოიტაცა მამამ და დაუბრუნდა დედ-მამას, სამაგიეროდ იოსებ წილოსანი თვითონ დაბრუნდა ,განსწავლული მამლუქი სწავლულ ინჟინრად გამოეცხადა საქართველოს იმ დროს ,როცა ამ დარგის სპეციალისტები საერთოდ არ იყო საქართველოში.მისი მშობლები ქეთოს მშობლებივით ბედნიერები ვერ გამოდგნენ, მათ ვეღარ ჩაიკრეს დავაჟკაცებული შვილი გულში,მაგრამ მჯერა,რომ იგრძნობდა მათი სული და ძვლები შვილის დაბრუნებას. იმ შვილისას,რომელმაც უცხოეტში ფუფუნებას,სიმდიდრეს ულამაზეს ქალთა ქმრობას და ზეამაღლებას სამშობლოში კანცელარიის თარჯიმანთან ყოფნა არჩია.

იბრაჰიმ–ბეგი დიდი
(1735სოფ. მარტყოფი–1815წ. დონგოლა სუდანი)
ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფო გამგებელი (1775–1804წ.) ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი აბრამ შინჯიკაშვილი. ეგვიპტეს მართავდა 29 წლის მანძილზე. იბრაჰიმ–ბეი ყველაზე წარჩინებული იყო ეგვიპტელ გმირთა შორის. 1785–87წ. დიდი აჯანყება მოაწყოს ოსმალთა ბატონიბის წინააღმდეგ და დახმარებისთვის რუსეთს მიმარტთა, მაგრამ ამ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. 1798–1801 წელს სხვა მამლუქ ბეგებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ეგვიპტის ხალხის განმათავისუფლებელი ბძოლას საფრანგეთის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა ეგვიპტიდან ფრანგების განდევნაში ხოლო 1803წ კვლავ წინ აღუდგა ოსმალებს.ყიდულობდა მამლუქებს,წვრთნიდა და თავისუფლებას ანიჭებდა.ტყვეობიდან დახსნილ თანამემამულეებს,ვინც შინ დაბრუნებას ისურვებდა,ამარაგებდა ფულით,სურსათით,აუცილებელი საბუთებით და საქართველოში გზავნიდა.48წელიწადი ემირად დაჰყო და ამ ხნის განმალობაში კეთილდღეობა არ მოშლია.იყო გმირი,მამაცი,მომთმენი,კეთილფუჭად სისხლისღვრებს ერიდებოდა.1778წელს მან დიდძალი ფული გამოგზავნა მარტყოფში ეკლესიის ასაგებად.იბრაჰიმ–ბეის მიმოწერა ჰქონდა ერეკლე 2_სა და გიორგიXIII_სთან.
მიმოწერის ძირითადი მიზანი იყო რუსეთ -საქართველოს –ეგვიპტის შეთანახმებაული მოქმედება საქართველოდან და ეგვიპტიდან ოსმალების გასაძევებლად.


იბრაჰიმ ბეიმ ნაპოლეონის წერილი მიიღო. მოკლე ფაშა წერდა:,, მამლუქთა სახელოვან ბელადს, იბრაჰიმ _ბეის! მე მომახსენეს, რომ შენ ქართველი ყოფილხარ, უცნაურია, ლეგენდარული ალი–ბეის თანამემამულე და მისი საქმის გამგრძელებელი, ოსმალთა მოსისხლე მტერი. ოსმალებს ამოდგომიხარ მხარში , იმ ოსმალებს, რომლებმაც შენ გაგიტაცეს, მშობლიურ კერას მოგაშორეს გადაგარჯულეს. ალბათ წითლდები სირცხვილისაგან, როდესაც ამ სტრიქონებს კითხულობ. ,,გამოდი ციხიდან, მე შემომიერთდი, ერთად გავწიოთ აღმოსავლეთისაკენ. გზად შენ სამშობლოსაც გავივლით, შენ დაგნიშნავ ქვეყნის ბატონ - პატრონად'' ვერ მოხიბლა ნაპოლეონის დაპირებამ იბრაჰიმ ბეი,არც მუქარამ შეაშინა, ის ბოლომდის ეგვიპტელი ხალხის ერთგული დარჩა. 1804წელს უთანასწორო ბრძოლაში დასუსტებულმა მამლუქებმა ხელისუფლება დაკარგეს . დევნილი იბრაჰიმ ბეი სუდანში გადაიხვეწა თნამებრძოლებთნ ერთად . ის იქ არსებობდა თამბაქოს პლანტაციებით . ის მოესწრო შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს.
1816წელს იანვარში იბრაჰიმი გარდაიცვალა, დაკრძალეს სუდანში, დონგოლაში. იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა სიძედ გაიხადა იბრაჰიმ უმცროსი. ცოლად მიათხოვა თავისი ქალიშვილი.იბრაჰიმ ბეი უმცროსიც ქართველი იყო,გვარად ტარაბაიძე, მისი ძმა იყო სულეიმან ბეი.

ერაყელი მამლუქები

მტერი ცლიდა საქართველოს ქართველებისაგან. ეს უცხოელსაც შეუნიშნავს და მოგზაური შარდენი წერდა:" მარტო სამეგრელოდან ყოველ წელს გასაყიდად ან გასაცვლელად 12 000 კაცი გაჰყავდათ"
X VIII ს.-ის დასაწყისში ერაყის დედაქალაქში გაჩნდა ქართველთა დიდი თავშესაყარი. ერაყში მამლუქთა ბატონობა დაიწყო 1749 წლიდან.
მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაც გაატარეს. ერაყის გაძლიერაბაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობი ქართველ ფაშებს.
სულეიმან აღა I (აბუ ლაილი)
(1646 ან 1696–1762)

ტომით ქართველ,დაბადებული უნდა იყოს 1694 ან 1696 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში.ის 12 წლის ყოფილა,როცა ოსმალეთში წაუყვანიათ და ერაყის გამგებლისთვის მიუყიდიათ.პატარა სულეიმანი ჰასან ფაშას შეუძენია.ის პატრონს სასწავლებელში მიუბარებია და მოსამსახურედ აუყვანია სასახლეში.მამაცობითა და ერთგულებით სულეიმანს მიუპყრია ფაშას ყურადღება.
ნადირობისას აჰმედს ჰასანის ვაჟს ლომი დასდევნებია და იგი ლომის მსხვერპლი გახდებოდა, სულეიმანს რომ არ გადაერჩინა.ამ თავგანწირული მოქმედებისთვის.
აჰმედ ფაშას სულეიმანისთვის თავისუფლება მიუცია და თავისი უფროსი ქალიშვილი ადილა ხათუნი მიუთხოვებია.


ბაღდადის ბრძოლაში სახელმოხვეჭილმა 1733 წელს მირმირანის ჩინი და ქაჰიას თანამდებობა მიიღო. ის 14 წელი იყო ფაშას უცვლელი მოადგილე. სულეიმანს არაბები "აბუ საჰრის" (ჯადოქარს), "დავასულ ლაილი" (ღამის ლომი), თაბუ სუმრათი (წყვდიადის მამა "აბუ ლაილი" (ღამის მამა ) "ასდულ ლაილი" (ღამის ლომი) შეარქვეს, რადგან ღამით უყვარდა მოულოდნელი თავდასხმები.
1747 წელს გარდაიცვალა აჰმედ ფაშა, მას ვაჟიშვილი არ ჰყავდა. ფაშობა სულეიმანს ეკუთვნოდა, მაგრამ სულთანმა სხვა დანიშნა ამ ადგილას, სულეიმანი კი ადანის
მმართველად გააგზავნა. ოსმალეთის ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმიტომ, რომ ერაყი არ გაძლიერებულიყო და ხელიდან არ წასვლოდა.
დიდი ბრძოლების შემდეგ 1749 წელს სრულიად ერაყის გამგებლის თანამდებობამდე აღზევდა სულეიმან ფაშა აბუ ლაილი.
1751 წელს მან ქურთისტანი დაიმორჩილა.იმავე წელს ერაყიდან გააძევა სულთნის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები.მან აღადგინა ჰასან ფაშას დროის დაარსებულისამხედრო სასწავლებელი მამლუქთათვის. ის აწინაურებდა მამლუქებს.
XVIII საუკუნის 60–იან წლებში ყველა პასუხსაგები თანამდებობა მამლუქებს ეკავათ. აძლიერებდა რა ერაყს, იქიდან დევნიდა ოსმალებს, ამიტომ სულთანის კარზე უკმაყოფილოებას გამოთქვამდნენ.
სულეიმანის თავიდან მოცილების მიზნით სტამბოლიდან მას "რწმუნებულები" მკვლელებიც კი მიუგზავნეს. მან საქმე უკუღმა შეატრიალა და ხონთქარმა ფაშას თავის მაგიერ მკვლელების თავები მიიღო ბაღდადიდან.
1762 წლის 14 მაისს 68 წლის სულეიმან ფაშა აბუ ლაილი გარდაიცვალა.იგი დაკრძალულია ქალაქ ბაღდადში.მისი ვაჟკაცობა,გმირობა და დიდსულოვნება ლეგენდად არის შემორჩენილი მთელ ერაყში.
სულეიმან აღა ბუიუქი
(1722-1802წ.)
სულეიმან აღა ბუიუქი წარმოშობით ქართველი იყო,ის 1782წ დაბადებულა და სრულიად ახალგაზრდა წაუყვანიათ საქართველოდან და ოსმალეთში გაუყიდიათ .ქართული გვარ–სახელი უცნობია.27წლის სულეიმანი ფეშქაშად მიურთმევიათ ბაღდადის ფაშასთვის.სულეიმან ფაშა 23 წელიწადი ედგა სათავეში საფაშოს.ენერგიული,უნარიანი მოღვაწეობით და ხანგრძლივი ბრძოლებით შეძლო გარეშე მტრების მოგერიება, მეამბოხე ტომთა ბელადების ალაგმვა და შინაური არეულობის დაწყნარება.ბრძოლებისა და სისხლისღვრის გარდა მას განუახლებია ბაღდადის გალავანი,ხელახლა შემოუზღუდავს ქალაქი და შემოუვლია თხრილი. ასეთივე გალავანი შემოუვლია აგრეთვე სხვა ქალაქებისთვისაც. ბაღდადში დაანგრია ძველი სასახლე და ააგო უფრო დიდი და კეთილმოწყობილი.აუშენებია მედრისი,,სულეიმანი,,შესანიშნავი წიგსაცავით, მეჩეთები, ხიდები, ციხე–სიმაგრეები ,დაიწყო ჰინდის არხის გაყვანა. 1792 წელს სულემან ფაშა ბუიუქი ციებ–ცხელება შეიპყრო.ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ.ტახტისთვის იბრძოდა აჰმედი, რომელიც სტამბოლს წავიდა, რათა იქ ის ერაყის გამგებლად დაემტკიცებინათ. ამასობაში სულეიმ ფაშამ მოიკეთა და ისევ ერაყს განაგებდა. ის დარწმუნდა აჰმედის ვერაგობაში .დაიბარა თავისი თანამემამულე ალი აღა და დაავალა ქაჰია აჰმედის მოკვლა. ალი აღამ ხანჯლით განგმირა აჰმედი. მიიღო ჯილდოდ ქაჰიობა და სულეიმანის ქალის ხატიჯეს ხელი.
1802 წლის გაზაფხულზე სულეიმანი კვლავ გახდა ავად და 8 აგვისტოს სახსრების ანთებით 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დასაფლავებულია ბაღდადში „იმამ აზმის“ სასაფლაოზე .მისმა სიკვდილმა საყოველთაო გლოვა გამოიწვია ერაყსა და მთელ იმპერიაში.ერთ–ერთი უცხოელის დახასიათებით სულეიმანი წარმოშობით იყო ქართველი, ძლიერი , ლამაზი და თან ნამდვილი ვაჟკაციც. მისი თვალტანადობა თითქოს საგანგებოდ იყო შექმნილი....თვალთაგან გონების ძალა და ლმობიერება გამოსჭვიოდა.ის ისევე მარჯვე იყო ყოველგვარ მხედრულ თუ საველე გაწვრთნილობასა და ჯომარდობაში,როგორც ისინი, ვისთვისაც ეს სამსახურს ან ხელობას წარმოადგენდა . თავის რჯულს აღიარებდა და წესთა აღსრულებას გულწრფელად ეკიდებოდა. ამავე დროს პატივს სცემდა სხვათა რწმენასაც, რამდენადაც ეს შეუძლია თურქს.... პირად ხარჯებში მეტად ზუსტა და მომჭირნეს, ხშირად სიძუნწეს სწამებდნენ, მაგრამ საკმარისი იყო მას ეგრძნო თავისი ქვეყნის საფრთხე, რომ ხელგაშლით, დაუზოგავად დაეხარჯა საჭიროებისამებრ ყველაფერი. სასახლე და კარი ბრწყინვალე ჰქონდა. ერაყის მოსახლეობამ მას მეტსახელად ''ბუიუქი'' შეარქვა. ქურთისტანში კი ბაბანის ტომის ბელადმა ,იბრაჰიმმა მისი სახელის უკვდავსაყოფად და პატივსაცემად სოფელ ჰინდის ადგილას 1786 წელს გაშენებულ ქალაქს და ყარაჩოლანის სანჯაკსაც ''სულეიმანიე” უწოდა. ქრისტიანად დაბადებული, შემდეგ კი გამუსილმებული და მუსლიმურ ქვეყანის სამსახურში ბოლომდე მყოფი სულეიმანი ბუიქი, რომელმაც გარკვეული კვალი დატოვა ერაყის ისტორიაში, პატივისცემით ეპყრობოდ თავისი სამშობლოს და ხალხს. თუკი სადმე ოსმალეთში წაყვანილსა და იქ უპატრონოდ მიტოვებულ ქართველს შეიგულებდა, ყიდულობდა, ბაღდადში მიჰყავდა და ვინც სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა,ათავისუფლებდა.დანარჩენებს კი იქვე იტოვებდა. მათგან ლაშქარს იმრავლებდა , რომ ხელსაყრელ მომენტში სულთანის წინაარმდეგ აღმდგარიყო ისე, როგორც ეგვიპტელი მამლუქი ბეგები და მისი ბატონობიდან განთავისუფლებულიყო
სულეიმან ფაშა ქუჩუქი
(1785–1810)
სულეიმან III,,ქუჩუქი” ქართველია, აფხაზი . დაბადებულა 1785 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. ის მის ძიძიშვილთან ერთად ბაღდადში წაუყვანია ბიძას ალი ფაშას. ის სასახლის კარზე იზრდებოდა და მალე დაწინაურდა. ცხრამეტი წლისას ქაჰის თანამდებობა უბოძეს და საფაშოს შეიარაღებული ძალების სარდლობა მიანდეს.1806 წელს მაისში ახალგაზრდა სულეიმან ბეი ხელმძღნვანელობდა ქურთისტანის ლაშქრობას, რომლის დროსაც ის დაატყვევეს და გაგზავნენ შაჰის კარზე თეირანში. რამდენიმე თვის შემდეგ მან თავი დააღწია ტყვეობას და ბაღდადში დაბრუნდა. 1807 წელს ხელახლა დანიშნეს ქაჰის თანამდებობაზე. ალი ფაშას შემდეგ ხელში აიღო საფაშოს გამგებლობა,როგორც აღას დისშვილმა,ქაჰიამ და სიძემ. სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ ძალებს, დაიკავა სახელმწიფო დაწესებულებები,ხაზინა და ფრანგი ოფიცრების დახმარებით დაამარცხა შეთქმულნი, მათი ბელადები შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.მას ამ გამარჯვებისთვის მირმისანის წოდება უბოძეს.

სულთნის ხელისუფლებას არ სიამოვნებდა ერაყში ქართველ ქულემენთა გაძლიერება და ამიტომ უარი უთხრა სულეიმან „ ქუჩუქს“ საფაშოს გამგებლის პოსტის დაკავებაზე,მაგრამსაფრანგეთის წარმომადგენლის მტკიცე მოთხოვნამ და მუქარამ შეაცვლევინა დივანს გადაწყვეტილება. სულეიმან ბეგს მხარს უჭერდა რუსეთის მთავრობაც და მტკიცედ მოითხოვა იქ მართველად სულეიმან ბეგის დამტკიცებას.1807წელს სულეიმან ბეგი დანიშნეს ბაღდადის გამგებლად. სულეიმან ფაშა ქუჩუქიმ ერაყის მიწა- წყლიდან ვაჰაბიტები განდევნა.1808 წელს კი ინგლისის ჯარებთან ერთად მოქმედებდა ირანის საზღვრებთან. რუსეთი კი ცდილობდა ხელი შეეწყო ბაღდადის ფაშასთვის. სულეიმან ქაჩუქის დროს ერაყში შემცირებულა ქურდობა, ყაჩაღობა, აგრეთვე სხვა ბოროტმოქმედებანი და ხალხი მშვიდად ცხოვრობდა. სულეიმან ქაჩუქის აუჯანყდნენ ქურთები.გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1810 წლის 5 ოქტომბრიდან.მან ქურთები დაამარცხა ერთგული ქართული რაზმებით. ღამით გაუგებარი მიზნით სულეიმან ფაშას გაეპარა ლაშქარი ბრძოლის ველიდან. მეორე დღეს ულაშქროდ დარჩენილმა და ალყაშემორტყმულმა სულეიმანმა ქართული გვარდიით გაარღვია რკალ, გადალახა მდინარე დიალა და უდაბნოში გაემართა, მაგრამ გზაში დაიღუპა. დეფაის ტომის ბელადმა, რომელმაც სულეიმანი ღამის გასათევად თავის კარავში მიიპატიჟა,უღალატა სტუმართმოყვარეობის წესსს, მოკლა მძინარე ფაშა და მისი თავი ხალედ ეფენდს მიართვა ერთგულების ნიშნად.
ალი ფაშა
(1762–1807წ)
წარმოშობით ქართველი იყო. ის დაბადებულა აფხაზეთში დაახლოებით 1762 წელს, სახელად რქმევია იოსები. იგი ღარიბი გლეხის ოჯახიდან უნდა იყოს გამოსული,რასაც მოწმობს ის ფაქტი , რომ იოსები ერთიაფხაზის,ვინმე მადად ბეგის ყმად არის მოხსენებული. იოსები ძალიან ახალგაზრდა მიუყვანიათ ბაღდადში და ჩაურიცხავთ სულეიმან ფაშას"ქართულ გვარდიაში”. ის ჯერ მუშაობდა საფაშოს ხაზინადრად, 34 წლისამ მიიღო ქაჰიას თნამდებობა, ხოლო 6 წლის შემდეგ ბაღდადის საფაშოს გამგებელი გახდა. ალი ფაშას მმართველობამ ხუთ წელიწადს გასტანა.
აჯანყების ჩაქრობით ალი ფაშამ მოახერხა ერაყში სიწყნარის აღდგენა. საფაშოს ტერიტორიის გაერთიანება და ხელისუფლების განმტკიცება ალი– ფაშა სიძე იყო სულეიმან ფაშასი, მას ცოლად ყავდა მისი უფროსი ქალიშვილი –ხატიჯე და ტახტი მემკვიდრეობით მიიღო სულეიმან ფაშადან, რადგან სულეიმანის სიკვდილის დროს სამივე ვაჟი მცირეწლოვანი იყო და სახელმწიფოს ვერ მართავდნენ.
1807 წელს ალი ფაშას მოუწყვეს შეთქმულება და 29 აგვისტოს ,როცა ჰაფიზი ალი სასახლეში დილის ლოცვას ასრულებდა , მადად ბეგმა იგი მოწამლული ხანჯლით განგმირა ,დასაფლავებულია სასახლის მახლობლად–მის მიერვე აგებულ მედრესეში.





დაუდ ფაშა
(1767 -1851)
დაუდი წარმოშობით ქართველია.იგი თბილისიდან უნდა იყოს. დაბადებულა 1767 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მშობლები გიორგი და მარიამი ლუარსაბ ორბელიანის ყმები იყვნენ. მათი ძველი გვარი მანველაშვილი ყოფილა, თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი ბოჩოლაშვილებად დაწერილან. შემორჩენილია ქ. თბილისის სამაზრო სასამართლოსგან დამტკიცებული,, ბორჩალოაანთ გიორგის ოჯახის ყმობიდან განთავისუფლების სიგელი”.
ხუთი თუ ექვსი წლის დავითი ტყვით მოვაჭრე მარბიელებმა მოიტაცეს და ოსმალეთში წაიყვანეს, სადაც რამდენიმე პატრონი გამოიცვალა. ბაღდადის ტყვეთა ბაზარზე რომ გაიყვანეს დავითი 11 წლის იყო , იქ ის მუსტაბა არ– რაბი ბეგს შეუძენია და ერაყის გამგებელ სულეიმან ფაშა ბუიუქისათვის მიურთმევია, რომელსაც ის თავის მფარველობაში აუყვანია და მამლუქთა სასწავლებელში მიუბარებია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სულეიმან ფაშამ მას თავისუფლება მიანიჭა და ბეჭდის მცველად დანიშნა , 1801 წელს 27 წლის დაუდს საფაშო ხაზინა
ჩააბარა და ცოლად თავის ქალი შერთო.
1803 წელს დაუდმა საერო სამსახურს დაანება თავი და სასულიერო სფეროში დაიწყო მოღვაწეობა.მოლად ეკურთხა ქალაქ ბაღდადში და აბდ–ალ–კადრის მეჩეთში ჩასახლდა . 1807 წლის შემდეგ საერო სამსახურს დაუბრუნდა. გახდა თუ არა ერაყის მმართველი,განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე,ერაყში გახსნა პირველი სტამბა.შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე. ცდილობდა რუსეთ–ოსმალეთის 1828–29 წ.ომის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და ერაყის დამოუკიდებლობის განმტკიცებას.1830წ სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა.დავითი დამარცხდა და 1831 წ სექტემბერს თურქებს დანებდა.1832წ სულთანის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილი მუჰამად ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში.1834წ ბოსნიის გამგებლად დაინშნა.ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადმოიყვანეს,სადაც ეკავა სხვადასხვა თანთანამდებობა.1839–40წ ანკარის ვილაიეთს განაგებდა .1841წ სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა 1846წ ქ.მედინში დასახლდა და პირადი თხოვნით მაჰმადის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა.1851 წ დაუდ ფაშა გარდაიცვალა.დასაფლავებულია ხალითა ოსმანის საფლავის ახლოს.სწორედ დაუდ ფაშას დამსახურებაა,რომ ერაყში მშვენიერსა და ჭკვიან ადამიანებზე გულით ამბობენ–"გურჯიაო"!


ნაპოლეონის მამლუქი
როსტომ რაზმაძე
(1780-1845)
ლეკიანობა მძვინვარებდა საქართველოში. უიარაღოდ არავინ დადიოდა. ანანიამ ურემი მაშავერას ხეობაში შეასვენა. ცეცხლს მიუსხდნენ მგზავრები და მოულედნელად ლეკები დაეცნენ. მიატოვეს ყველაფერი, მდინარე გადაცურეს და გაღმა გავიდნენ. ლეკებმა რაც უნდოდათ წასაღებად ორ ურემზე დადეს ,დანარჩენი კი დაწვეს. თივით დაზვინულ ცეცხლწაკიდებული ურმიდან პატარა, ახლადგაღვიძებული, თმაშეტრუსული ბიჭი გადმოიყვანეს და გაგან ბეგს მიართვეს საჩუქრად. ეს იყო როსტომ რაზმაძე, მომავალი მამლუქი რუსტამი.გაგან ბეგისაგან რუსტამი თბილისელმა ებრაელმა ვაჭარმა-ფილხარა ეხისკელაშვილმა იყიდა,რომელიც რიზეს მიდიოდა სვაჭროდ.იქიდან დაბრუნებულს კი სურდა ბიჭი ერეკლე მეორესთვის მიერთმია.მაგრამ ებრაელი ვაჭარი და მისი მექარავნეები გზაში დახოცეს და მათი საქონელი გაიტაცეს,ბიჭი შემთხვევით გადარჩა,წყლის მისატანად იყო გაშვებული და იმიტომ .რიზეში მარტო დაეხეტებოდა რუსტამი ,ამ დროს იქ შავი ჭირი მძინვარებდა,ისიც ჭირიანი ეგონათ და კინაღამ მოკლეს.რიზეში მოხუცმა შეიხმა შეიფარა და მაჰმადიანობა შეაყვარა.თევზაობისას კვლავ მოიტაცეს როსტომი და გაყიდეს.ექვსჯერ მაინც მოხდა მისი გასხვისება,გაჩუქება,თუ გაყიდვა. 15 წლისა მიჰგვარეს ჰასან ბეის.ჰასან ბეის ულამაზესი ასული ჰყავდა ფარიდე.მამამ გადაწყვიტა, ის მიეთხოვებინა დამპყრობელი ფრანგი იმპერატორის ნაპოლეონის რომელიმე გენერალზე.შეარჩია კიდეც. ფარიდემ როსტომი დაიბარა და თხოვა ,მოეფიქრებინათ რამე,რომ დაეცვა ქალი.მესამე დღეს ფრანგებს მამლუქები დაესხნენ თავს და მურად ბეიმ ჰასან ბეის შეუთვალა არ გაებედა ფარიდეს გათხოვება ფრანგზე,თორემ ასულსაც მოსტაცებდა და მამასაც ზედ მიაყოლებდა .არ ისმინა ჰასან ბეიმ მუქარის,მაინც ანახა ქალიშვილი სასიძოს . რუსტამმა კი შეასრულა ფარიდეს დავალება,ცხენი გაუგიჟა სტუმარს,ის გადმოვარდა და საკაცით გაიტანეს.რუსტამს გაუგეს ეს ამბავი და ამიტომ გააჩუქეს, ნაპალეონს მიართვეს შავ ცხენთან ერთად. ნაპოლეონი დაპყრობით ომებს აწარმოებდა . თითქმის მთელი ევროპა დაიმორჩილა და უკვე ბრძოლებს აწარმოებდა რუსეთთან. მტრის ჯარში გამოირჩეოდა გენერალი პეტრე ბაგრატიონი, რომელის შესახებაც ნაპოლეონი ამბობდა ‘’რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს ,ესაა ბაგრატიონი.” იმპერატორმა რომ გაიგო, გენერალი ქართველი იყო,მასთან წერილით გაგზავნა ქართველი მამლუქი–რუსტამი. რუსებმა თვალახვეული მიიყვანეს რუსტამი ბაგრატიონთან. ბაგრატიონს გაგონილი ჰქონდა რუსტამის სავაჟკაცო საქმეები, ნაპლეონის მამლუქზე ხომ ზღაპრებს ყვებოდა ევროპა. ჰკითხა, სადაური იყო და ქართული თუ იცოდა. არც გენერალმა იცოდა ქართული, დიდი სარდალიც მის დღეში იყო, ოღონდ გაყიდული კი არა არამედ ოჯახიანად ნებით გადახვეწილი რუსეთის კარზე.

პეტრე ბაგრატიონი ყმაწვილობიდან პეტერბურგში გაიზარდა მამიდა ანასთან ,ბორის ანდრიას ძე გოლიცინის მეუღლესთან.ის გახდა კავკასიის მუშკიტერთა პოლკის სერჟანტი.
მამლუქმაც და გენერალმაცმხოლოდ ფრანგული იცოდნენ. არცეთს არუსაუბრია ტკბილქართულად,მხოლოდ ფესვები უხმობდა ორივეს.
ნაპოლეონი წერილში გენერალს ურჩევდა:,,ბატონო გენერალო! თქვენი ნიჭის პატრონი კაცი საფრანგეთის არმიას უფრო დაამშვენებდა! როდესაც ინებებ,ჩვენ მზად ვართ ჯეროვანი დახვედრისათვის. წინასწარ გპირდებით საფრანგეთის რესპუბლიკის მარშლობას ,ქართლ -კახეთის გვირგვინს.თქვენისამშობლო ინდოეთში მიმავალ გზაზეა.ინდოეთის დაპყრობის გეგმა ჯერ კიდევ ძალაშია.დაფიქრდით,ბატონო გენერალო ყველაფერი უნდა გადაწყდეს ახლავე, ხვალ გვიანი იქნება .ხვალ შეიძლება სამყარო დარჩეს ისეთი სამხედრო ტალანტის გარეშე,როგორც თქვენ ბრძანდებით.ნაპოლეონიიმპერატორი!” ასეთი უმაღლესი შეფასება მისცა იმპერატორმა იმ ქართველ გენერალს,რომელიც ოჯახიანად იყო გადახვეწილი რუსეთში.მან იცოდა,რომ ქართველი იყო,მაგრამ რუსეთისთვის იქნევდა ხმალს,როგორც მამლუქი ეგვიპტის ან ერაყისთვის დებდა თავს. არც თვითონ ნაპოლეონი იყო ფრანგი,კორსიკელი თავს სდებდა საფრანგეთის გაძლიერებისათვის.
თავისი ქვეყანა კი მასაც მივიწყებული ყავდა.ეს კარგად იცოდე თვით ბაგრატიონმა და მაცდური წერილის შემდეგ იმპერატორს ასეთი პასუხი გასცა ,თან ხმამაღლა ფრანგულად კარნახობდა ადიუტანტს „ჩვენ ქართველები,ფიცის ხალხი ვართ.ფიცის გატეხას,სიკვდილი გვიჯობს.ჩვენ ალყაში ვართ.აქედან ცოცხალი ვერც ერთი ვერ გავალთ.ამის მიუხედავად უარს ვამბობ თქვენს წინადადებაზე.გენერალი პეტრე ბაგრატიონი!”რუსტამს სიამოვნებდა ასეთი თანამემამულე რომ ჰყავდა,გულში იმეორებდა მის სიტყვებს და ეამაყებოდა.ბაგრატიონის ბრძანებით ნაპოლეონის მამლუქს მიჰგვარეს ცხენი და დიდ მანძილზე გააცილეს.ხევი ისე გაიარა არავინ შეხვედრია,უცბად კი კაზაკები დაესხნენ თავს. აწამეს, გაძარცვეს,წერილი წაართვეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს შიშველ-ტიტველი.სიცივემ გონს მოიყვანა,ძალა მოიკრიბა და გზას დაადგა. ქვეითებმა სანიტარულ რაზმში წაიყვანეს დასუსტებული.სპირტით დაზილეს,ჭრილობა შეუხვიეს. გონს რომ მოვიდა, პატრონის ხმა გაიგონა პირველლად. ნაპოლეონის მამლუქს ბაგრატიონის წერილი წაართვეს,მაგრამ მისი შინაარსი სიტყვა -სიტყვით ჰქონდა დამახსოვრებული და გადასცა კიდევაც პატრონს.

ნაპოლეონის მამლუქს -რუსტამს,მიშელ დურვილის შვილი-ახტაჯანა ლილიე გასაქანს არ აძლევდა, ბავშვური მოქმედება სიყვარულში გადაიზარდა.მიშელი წინ აღუდგა მათ სიყვარულს ის ამბობდა რომ შვილს მაჰმადიანს არ გაატანდა. რუსტამი შეტაკებისასდაიჭრა. ნაპოლიონმა თვითონ ნახა თავისი მამლუქი და ბრძანა, მოეძებნათ მიშელ დურვილის ქალიშვილი და თავზე დაეყენებინათ რუსტამისათვის.იმპერატორი თვითონ ჩაერია ახალგაზრდების ბედში.მიშელ დურვილი დაემორჩილა იმპერატორის ბრძანებას, მაჰმადიან ჭაბუკს იძულებით გაატანა ქალიშვილი. რუსტამი დიდი ქონების პატრონი გახდა.იმპერატორმა ინგლისში ორსართულიანი ვილა აჩუქა თავისი კამერჰერით,მზარეულითა და მეჯინიბით. ათი ათას ფრანკად კი მამული იყიდა დურდანში,ლილიას მეზობლად. მიშელმა თავის მეზობლად მამლუქი რომ დაინახა, განცვიფრდა,არ იცოდა რა ექნა, მაგრამ მისი მფარველი იმპერატრი რომ მოაგონდა,გაჩერდა. ლილიამ ორი გოგოაჩუქა რუსტამს.არცერთის დაბადებისას მასთნ არ ყოფილა მამლუქი,ნაპოლეონს ემსახურებოდა.გერმანელებთან ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა მამლუქი . ნაპოლეონმა ბევრი ეძება მისიერთგული მსახური,ლაიპციგთან დაღუპული ეგონათ. ნაპოლეონმა რუსტამის ქვრივს -ლილიას ათი ათასი ფრანკი გაუგზავნა , თან გააფრთხილა მსახურნი ,არ შეეტყობინებინათ ქალისთვის ქმრის სიკვდილი, სჯობდა მოლოდინში ყოფილიყო.ერთი წელი ელოდა ქმარს,რომ არ გამოჩნდა ნაპოლეონთან წავიდა და იკითხა მისი ამბავი. იმპერატორისაგან შეიტყო, რომ რუსტამი დაღუპული იყო.ქალმა გადაწყვიტა,მთელი გერმანიის გადათხრაც რომ დაჭირვებოდა, მაინც იპოვიდა ქმრის საფლავს. ოქროთი სავსე ქისა ნაპოლეონს დაუდო მაგიდაზე და განუცხადა,რომ ოქრო მას არ უნდოდა,რაც ჰქონდა ისიც აღარ სჭირდებოდა, თუ ქმარი არ ეყოლებოდა.მიშელ დურვილი შვილის გათხოვებაზე ფიქრობდა.ლილიამ კი მტკიცედ მიუგო, რომ რუსტამის შემდეგ არავის ცოლი აღარ გახდებოდა.რუსტამი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს ბრძოლის ველზე,გამოაჯამრთელეს და დურდანში ჩაიყვანეს. ლილია ელოდა ქმარს.დაბრუნებული მამლუქი მთლიანად ოჯახის ცხოვრებაში ჩაეფლო.დიდხანს არ გაგრძელებულა მისი მშვიდობიანი ცხოვრება.ერთ დღეს გაიგო ,რომ ნაპოლეონი ელბის კუნძულებიდან გამოქცეულიყო და იბრძოდა იმისთვის ,რომ იმპერატორის ტახტი დაებრუნებინა. რუსტამმა მასთან წასვლა გადაწყვიტა.მიუხედავად იმისა,რომ ლილია მესამე შვილს ელოდა ქმრისთვის არ დაუშლია წასვლა. მიშელი კი ბრაზობდა.ნაპოლეონთან მყოფს დურდანიდან მეზობელმა ამბავი ჩაუტანა,რომ ლილია ცუდად იყო და რუსტამს ნატრობდა.რუსტამი მაშინვე გაიქცა, მაგრამ ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო.მესამე ვაჟი აჩუქა,თვითონ კი სამუდამოდ წავიდა. რუსტამი ერთი თვე უგონოდ იყო ბნელ ქოხში, ჟაკი უვლიდა. გონს რომ მოვიდა, მთელი დღე ლილიას საფლავზე თავჩაქინდრულმა გაატარა.საღამოს რაც ფული ჰქონდა,სიმამრს დაუტოვა და წავიდა,რითაც სიმამრი განარისხა.
ნაპოლეონმა არ მიიღო რუსტამი,დეზერტირად ჩათვალა.ლილიას სიკვდილმა კი ყველაფრის ინტერესი დაუკარგა მამლუქს.ის დახეტიალობდა ცოდვილ ქვეყანაზე. იყო ბელგიაში,ჰოლანდიაში,ინგლისში.მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა დურდანში.მაშინ,როცა ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენებაზე ლუი ორლეანელმა ყველა ბონაპარტისტი მიიწვია.ოცდაათი წელი იყო ოჯახს მოშორებული. ერთ დროს ამაყი მამლუქი ახლა წელში მოხრილი, წვერმოშვებული , გაცვეთილი ტანსაცმლით, ყავარჯნით დაუბრუნდა საკუთარ კერას.

გაუბედავად დააკაკუნა ჭიშკარზე და მიშელ დურკილი იკითხა.ახალგაზრდა გამოეხმაურა და მოახსენა ,რომ მიშელ დურკილი დიდი ხნის გარდაცვლილი გახლდათ,ის კი მისი სიძე იყო.საღამოს შეიკრიბა რუსტამის ოჯახი და ყველაფერი გაირკვა.მიშელ დურკილს სიკვდილის წინ ჟოზეფინასთვის დაეტოვებინა მთელი ქონება და თან დაუბარებია,რუსტამი თუ დაბრუნდეს , ეზოში არ შემოუშვათო.ჟოზეფინა ლილიას ორეული იყო.თვითონაც გათხოვდა და დაც გაუთხოვებია.უმცროსი ძმა რუსტამი კი პარიზში გაუგზავნია სასწავლებლად.
რუსტამს გადაწყვეტილი ჰქონდა, ლილიას საფლავზე რომ ილოცებდა ,ისევ წასულიყო,შვილებს არ შეაწუხებდა,მაგრამ არ გაუშვეს და ისიც დარჩა. ლილიას დაბადების დღეს მოილხინა ოჯახმა . ძველმა მამლუქმა ღვინო დალია , მოეკიდა და ჩაიძინა .ბევრი იწვალა სიზმარში თუ ცხადში... და ტრანტასის გაჩერებაზე მეტლემ იპოვა უკვე მკვდარი.სოფელმა ლილიას გვერდით გამოუყო საფლავი რომელსაც დღესაც აწერია :,,აქ განისვენებს ფრანგთა იმპერატორის , ნაპოლეონ პირველის მამლუქუქი ,რუსტამ რაზა.” ასე იქცა ქართველი როსტომ რაზმაძე ნაპოლეონის მამლუქად,რუსტამი გახდა ნაპოლეონის მცველი და გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერთგულებით,იყო მისი ბრძოლების მონაწილე და დანიშნა საპატიო ლეგიონის ოფიცრად.
საქართველოს რა?!სად არ იქნევდა მისი შვილები ხმალს, ვის არ იცავდა , რა დიდება და სახელი არ ჰქონდათ ,მაგრამ საქართველოსთვის რა?!არც თვითონ იყვნენ ბოლომდის ბედნიერნი .ხორციელი ნეტარება ხომ ბედნიერება არაა. მათ აკლდათ ის, რაც ყველაზე მთავარი იყო, არაფერზე გაიცვლებოდა .,, შენი ქვეყნის მიწა მთელი დუნიის ოქროზე მეტს იწონის”. მათ ეს კარგად იცოდნენ.მარტო ოქრო და ფუფუნება ვერ დააკავებდა მეომარ ბიჭებს უცხო ქვეყანაში . მათ ბავშობიდანვე, ყმაწვილკაცობიდანვე ფიცი ჰქონდათ დადებული, მამლუქის ფიცი და მას ვერ ღალატობდნენ. ისინი ხომ ბავშვები იყვნენ როცა გაყიდეს, რჯულიც მაშინ შეუცვალეს, ქრისტიანები მაჰმადიანებად აქციეს. ეს ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდათ, ისიც იცოდნენ,, ვინც ღმერთს ღალატობს ის ადამიანებს უფრო ადვილად სწირავს.” ამიტომ მტკიცედ იდგნენ ფიცზე და ვეღარ ახერხებდნენ იმ ქვეყანაში დაბრუნებას , სადაც მათი ფესვები იყო ჩარჩენილი.


კაპუდინ ფაშა
(XIXს.)
კარგი ვაჟკაცი იყო კაპუდინ ფაშა,უშიშარი ,თავისი ნიჭის წყალობით აღზევებული. უბრალო მონა იყო და ამირბარობამდე მიაღწია. ბრძოლებში გამარჯვებული გამოდიოდა, თავაწყვეტილი მეკობრე.სტამბოლის ქუჩებში ხშირად ოფიციალურ აუდენციებზე გაწვრთნილი ლომით დადიოდა.მოირთხავდა ტახტზე ფეხს, გვერდზე ლომს მიიწვენდა და არიგებდა სადავო დასაქვეყნო საქმეებს.აბა ვინ გაბედავდა კაპუდინ ფაშასა და მთვლემარე ლომის შემხედვარეს ეცრუა.კაპუდინ ფაშა ქართველი იყო. ეგვიპტიდან საქართველოში მიმავალ მგზავრს, თავად ტარბაიძეს დიდხანს ელაპარაკა მშობლიურ ენაზე, თანაც დააბარა:,,დუშეთიდან ხუთი საათის სავალზე ,არის ფშავი, იქიდან გამიტაცეს ლეკებმაო.იქ დამრჩა მამა და ბერად დაყუდებული ბიძაო. თუ ხმას მიაწვდი , გადაეცით, რომ ჩამოვიდნენ,მათი ნახვა მწყურია.დავასაჩუქრებ და მე თვითონ მოვაცილებ ახალციხემდეო.”კაპუდინ ფაშას ეკავა საზღვაო ძალების სარდლის თანამდებობა ოსმალეთის იმპერიაში.ის იყო აგრეთვე საზღვაო არსენალის -თერსანის -მთავარი უფროსი და განაგებდა იმპერიის საზღვრის სამფლობელოებს.სულთან აბდულაზიზის მმართველობისას(1861-1876წ.). მისი თანამდებობა გაუქმდა და მის ნაცვლად შემოიღეს საზღვავო მინისტრის თანამდებობა.

***
გზა არ ჰქონდა ქარავანს . მიდიოდა უწყვეტ ჯაჭვად,უწყვეტ ნავადად ირანსა და ოსმალეთში , სადაც ყველაზე ძვირად ფასობდა ქართველი ტყვე. საქართველოში იბადებოდნენ და ვინ იცის ვისთვის იქნევდნენ ხმალს. ირანში გადახვეწილ ქართველთაგან შევეხებით უნდილაძეებს.


ალავერდი ხანი
(გარდაიცვალა 1614წ.24 მაისს)
ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე გამაჰმადიანებული ქართველი. საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშობაში, გვარად უნდილაძე, ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი, აბას I _ის სამხედრო რეფომის ერთ–ერთი აქტიური გამტარებელი, როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალელეთთან ომში(1603_12წ). ისპაჰანში ააშენა ხიდი მდ. ზენდერუდზე,366 თაღიანი, ამ ხიდს დღესაც მისი სახელი ჰქვია. ალავერდ ხანი 1614წლის24 მაისს გარდაიცვალა. აბას I ბრძანებით ალავერდი ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. უფროსმა იმამ ყული ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარ-ბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა ყარაბაღისა.
ალავერდ ხანმა კახეთში სამი ციხე ააშენა:ბახტრიონის,ალავერდის და ყარაღაჯის. საამისოდ ერანიდან ხუროთმოძღვრები,კალატოზები და ფულიც კი გამოუგზავნა.




იმამ ყული ხანი
(მე–16 საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი–1633წ)
ირანის ჯარის ყულარაღასი გამოჩენილი სარდალი . ქართველი ალავერდი–ხანი უნდილაძის შვილი . მისი მეთაურობით ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კუნძულ ჰორმეზიდან 1623 წელს.ირანში გაიყვანა გზები, არხები, ააგო ხიდები ,კაშხალები. იყო გონიერი და მწიგნობარი. აინტერესებდა პლატონისა და არისტოტელეს თხზულებები. დანათესავებული იყო ქართველ ფეოდალებთან ირანსა თუ საქართველოში. მისი ერთი ქალიშვილი ანდუყაფარ ამილახორის ცოლი იყო და საქართველოში ცხოვრობდა, მეორე დაუდ–ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი, ხოლო მესამე ალიყული ბეგს , როსტომ– სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად).
ის მფარველობდა ქეთევან დედოფალს ,ლუარსაბ მეორეს , თეიმურაზის შვილებს .
იმამყულ ხანის ცხოვრებას და მოღვაწეობაზე სპარსულად მხატრული ნაწარმოებებიც დაიწერა ჯანგნამეი ყეშმ”-,, ფარუხნამე” . იმამყული ხანის მოღვაწეობაზეა საუბარი თეიმურაზ პირველის პოემაში წამება ქეთევან დედოფლისა.
იმანყული–ხანს დაბრალდა თავისი ძმის დაუდ–ხან უნდილაძის აჯანყებში მონაწილეობა და ოჯახთან ერთად შაპ–სეფი პირველის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.


დაუდ–ხანი
(XVI-XVII ს-სIნახ.)
განჯა–ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625–33წლ-ში . წარმომავლობით ქართველი. ალავერდ–ხანის ვაჟი . ცოლად ჰყავდა თეიმურაზ Iდა – ელენე.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გრეული იყო მარტყოფის აჯანყების მომზადებაში .
1625წელს როგორც შაჰის მოციქული, მონაწილობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თნ გამართულ მოლაპარაკებაში

1633 წელს დაუდი აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I მეთაურობით სეიფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებში. სეფი I -მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა,მაგრამ თეიმერაზმა შაჰს უარი შეუთვალა.დაუდ ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი.
დაუდ ხანი და იმამყული ხანი აითვალწუნა შაჰ სეფიმ და ყველაფერი იღონა ბოლო მოეღო სპარსეთის სამეფოში მეტად გავლენიან ამ ორი ხანისთვის. ისინი დიდი ავტორიტით სარგებლობდნენ, ამიტომ შაჰმა გადაწყვიტა, ეშმაკობით მოეღო მათთვის ბოლო. მან განჯის მმართველი დაუდი თბილისის ხანადაც დანიშნა და თბილისის ციხესიმაგრის უფროსს საიდუმლო ბრძანება მისცა. როდესაც დაუთხანი პოსტის დასაკავებალად თბილისის ციხესიმაგრესთან გამოცხადდებოდა ,შეეშვა იგი ციხე– სიმაგრეში, დაეპატიმრებინა და მოეკლა.
დაუდ ხანი არ ენდო შაჰის ბრძანებას, მადლობა გადაუხადა შაჰ სეფის ასეთი პატივისთვის,მაგრამ თბილისში თვითონ არ წავიდა,წარმომადგენელი გააგზავნა. შაჰ სეიფმა განჯაში გაგზავნა ორი სანდო კაცი მეთვალყურედ.დაუდ ხანმა კავშირი გააბა თეიმურაზ მეფესთან,განჯა დალაშქრა და გაანადგურა.
შაჰმა უკვე მოაკვლევინა დაუდის ძმა–იმამ ყული ხანი,შირაზის ხანი და ახლა დაუდის მოკვლაც უნდოდა.


გურჯი ხათუნი
(1224–1277)

თამარ დედოფალი იყო თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდან დედოფლისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედინის ასულ.ის ძალიან ლამაზი ყოფილა,მოსწონებია ჯალალედინის ძმას,ყიასდინ ქაიხოსრო მეორეს.ვაჟი მზად იყო თავისი სარწმუნოება უარეყო და ქრისტიანობა მიეღო,ოღონდ თამარი გაყოლოდა ცოლად.რუსუდანი დათანხმდა დამოყვრებაზე თუ თამარს სარწმუნეობას შეუნარჩუნებდა.




გურჯ-ხათუნ თამარს დიდი პატივით ექცეოდნენ სასულთანოში.მისი სახე ქმარმა ფულზე ამოატვიფრინა. თამარს თან ახლდა ქრისტიანებისაგან შემდგარი ამალა,ღიად ჰქონდა გამოფენილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და ქართული წესისამებრ ცხოვრობდა და ლოცულობდა.
ყიასდინი მონღოლებს ებრძოდა. მათთან დამარცხებული იძულებით ეახლა მონგოლებს და შეწყალება ითხოვა.
ყიასდინის სიკვდილის შემდეგ მისმა მონამ ფარმანმა მოიტაცა სულთნობა და ცოლად ყიასდინის ცოლი გურჯი ხათუნი–თამარიც, წაიყვანა.გურჯი ხათუნი და მისი ვაჟი მეგობრობდნენ მთელი აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯელალ–ედ–დინ რუმთან(1287–მე_13 ს_80იან წლები)მან დაახატვინა პოეტის პორტრეტი და ის თან დაჰქონდა.მან გადაიხედა დიდძალი თანხა,რათა ხელში ჩაეგდო ჯელალ–ედ–დინ რუმის ხალათი.იკონიის სახელმწიფოს ისტორიკოსის ეფლიაკის ცნობით 'სულთანი რუქნადინი კილიაჩ არსლან IV"ითვლებოდა ჯელალ–ედ–დინის მამად.მისი დედა იყო ქართველი
ქალი– თამარი, რომელიც იყო ცოლი სულთან ყიასდინ ქაიხოსრო მეორისა.
ამ წინდახედულ, შორსმჭვრეტელ და ჭკუა–გონებით ცნობილ მანდილოსანს რომელმაც ერზინკის სასულთანო საქართველოს დაუმეგობრა, უცხო ქვეყანაში თავისი რჯულისა და დედაენის, ქართველი ხალხისა და ქართული მიწა–ნწყლის დიდი პატივისცემა ჰქონდა.
1277წ მისი მეორე მეუღლე ფარმანი მონღოლებმა მოკლეს, თამარი ამ დროს ცოცხალია. ამის შემდეგ მისი ბედი გაურკვეველია.

შალიკაშვილის ქალი
(XVI ს)
საქართველოდან ყაზმინს იყო გათხოვილი ოთარ შალიკაშვილის ასული ლუარსაბ მეფის დედის მესტან–დარეჯანის მკვლელი შაჰ–თამაზზე. ოთარ შალიკაშვილის ქალს ჰყავდა ორი ვაჟი შაჰ–ისმაილი და შაჰ–ხუდაბანდა. მისი შვილიშვილი იყო ცნობილი ტირანი შაჰ–აბას I.
1569 წელს სპარსელთა მიერ ღალატით შეპყრობილი ქართლის მეფე სვიმონი (1537–1600) შაჰ–თამაზს დაპატიმრებულ ჰყავდა ალამეთის ციხეში. სპარსეთის ტახტზე ავიდა შაჰ–თამაზის შვილი
შაჰ–ისმაილი, რომელმაც დედის ჩაგონებით ტყვედ მყოფი სვიმონი და ბაგრატ მუხრანბტონის ძე არჩილი ცოლშვილიანად გაათავისუფლა და შირაზიდან ისპაჰანში გაისტუმრა. შაჰის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი ძმა შაჰ ხუდაბანდი,მან სვიმონ მეფეს რჯული გამოაცვლევინა და სამშობლოში დააბრუნა. შალიკაშვილის ქალი წუხდა მეფის ბედზე. სვიმონის სამშობლოში გამომგზავრებისას მიიყვანა სვიმონ მეფე და მოახვია ლეჩაქი ქართული წესისამებრ ხმალზე.ხმალზე ლეჩაქის მოხვევა ნიშნავდა საქართველოსა და სპარსეთს შორის დედაკაცის შუმდგომლობით სრულ, დაურღვეველ მშვიდობასა და ერთობის დამყარებას.
„მამლუქთა ნეშტი სხვის მიწაზე დარჩა ,სული ისლამურ ცას გაჰკვრია ,კეთილო კაცო ,ნუ დაიზარებ და სახელი მაინც დააბრუნე საქართველოში“
როდამ ჩაჩანიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий